მთავარისიახლეებიპოლიტიკათეა წულუკიანი: ,,ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში''

თეა წულუკიანი: ,,ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში”

Published on

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ , რომ იგი შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნოს.

წულუკიანის თქმით, საკონსტიტუციო სასამრთლოს მოსამართლედ წასვლას არ აპირებს და წინასაარჩევნო კამპანიაში ძალიან აქტიურად ჩართვას გეგმავს.

იგი ამ შესაძლო გადაწყვეტილების გარშემო გამოთქმული უმწვავესი კრიტიკის ავტორებს მიმართავს:

“მინდა მათ ვუთხრა, ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში. შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, ამაზე საუბარიც არ ყოფილა. მე მაქვს გეგმა, რაც მათთვის კიდევ უფრო უსიამოვნოა, მე ვაპირებ, რომ ამ არჩევნებში, წინასაარჩევნო კამპანიაში ძალიან აქტიურად ვიყო ჩართული. თუკი მათ შერჩათ ელემენტარული ლოგიკის უნარი, ერთი მეორეს გამორიცხავს. აქედან გამომდინარე, სჯობს, რომ ისინი მოემზადონ წინასაარჩევნო კამპანიისთვის და ეს ანომალიური ენერგია არ დახარჯონ არარსებულ თემებზე. რაც შეეხება სამოსამართლო პოზიციას, მე ევროპულ სასამართლოში ვარ ნამუშევარი და იმ მიდგომას ვიზიარებ, რომ მოსამართლეობა ადამიანმა შეიძლება გაცილებით მოწიფულ ასაკში ისურვოს”, — განაცხადა წულუკიანმა ,,იმედის”  ეთერში.

სიახლეები

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...