მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სარეზერვოდ ის ფული შეინახონ, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები მოგვცემს, ფონდში არსებული თანხა კი...

,,სარეზერვოდ ის ფული შეინახონ, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები მოგვცემს, ფონდში არსებული თანხა კი ხალხს დაურიგონ – ეს საკმარისი იქნება რომ 443 ათას თვითდასაქმებულს 300-ლარიანი დახმარება მისცენ” – რომან გოცირიძე

Published on

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ გაოცება გამოთქვა იმის გამო, რომ StopCov ფონდში აკუმულირებულ თანხას მთავრობა სარეზერვოდ დახარჯავს და მოუწოდა მათ, რომ სარეზერვოდ ის ფული შეინახონ, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები მოგვცემს. მისი თქმით, ფონდში არსებული თანხა საკმარისი იქნება 443 ათას თვითდასაქმებულს 300-ლარიანი დახმარება მისცენ.

“ახლა გავიგეთ თქვენგან, რომ ეს ფონდი ყოფილა სარეზერვოდ და ამას გამოიყენებთ მერე. კი მაგრამ, სარეზერვედ გამოიყენეთ ის ფული, რომელიც მერე შემოვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და ეს ფული, როემლიც დევს, დახარჯეთ ეხლა თქვენივე არასწორი სქემით, როდესაც 300 ლარს აძლევთ თვითდასაქმებულებს და ნახევარს არ აძლევთ თან”, — განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისათვის: პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ StopCov ფონდში მობილიზებული 132 მილიონი უფრო მწვავე და საჭირო დროს იქნება გამოყენებული.

სიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...