მთავარისიახლეებიპოლიტიკარა სურს რუსეთს და დავთმობთ თუ არა საქართველოს ცას ანუ ...

რა სურს რუსეთს და დავთმობთ თუ არა საქართველოს ცას ანუ ჩვენს სუვერენულ უფლებებს ?

Published on

რუსეთი მზად არის, ღია ცის შეთანხმებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო მისია დაუშვას კავკასიის საზღვრის გასწვრივ 10 კილომეტრიან ზონებში, თუკი საქართველო ნებას მისცემს რუსეთს, იფრინოს მის ტერიტორიაზე. დღევანდელ პირობებში საქართველოს მთელი ტერიტორია ხელმიუწვდომელია „ღია ცის“ რუსეთის მისიისთვის ისევე, როგორც მრავალეროვნული მისიებისთვის რუსეთის მონაწილეობით”.- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოპოზიცია რუსეთის ამ შემოთავაზებას აფასებს როგორც მისწრაფებას გააფართოვოს თავისი მზარდი ზეგავლენა საქართველოზე და არის რეალური საშიშროება იმისა, რომ სდამი აშკარად ლოიალურადგანწყობილი ივანიშვილის ხელისუფლება წავა ამ დათმობაზეც, თუ პოლიტიკურმა სპექტრმა და ფართო საზოგადოებამ მას ამის საშუალება მისცა.

საქართველო ვერანაირ დათმობაზე ვერ წავა იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე ჩვენი სუვერენული უფლების დათმობას და ასევე, არღვევს იმ ხელშეკრულების პირობებს, რომელიც გაფორმდა 2008 წელს, – ასე გმოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი  რუსეთის განცხადებას „ღია ცის ხელშეკრულების“ ფარგლებში სადამკვირვებლო ფრენების შესახებ

სამადაშვილის თქმით, 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიენიჭა მანდატი, იმოქმედოს საქართველოს სრულ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა უკვე წლებია, რუსეთი მას ამის საშუალებას არ აძლევს.

სამადაშვილი ინტერპრესნიუსისათვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს:

„გახსოვთ, რომ 2008 წელს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება ევროკავშირის თანამონაწილეობით. ამ ხელშეკრულებაში ნათლად დაფიქსირდა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ენიჭება მანდატი იმოქმედოს საქართველოს სრულ ტერიტორიაზე, რაც გულისხმობს მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველო ვერანაირ დათმობაზე ვერ წავა იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე ჩვენი სუვერენული უფლების დათმობას და ასევე, არღვევს იმ ხელშეკრულების პირობებს, რომელიც გაფორმდა 2008 წელს. ეს არის პრინციპული საკითხი, რუსეთმა ძალიან კარგად იცის ეს და უკვე 12 წელია არ აძლევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატის სრულ ფარგლებში ფუნქციონირების შესაძლებლობას. მინდა ვთქვა, რომ არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში არაფერი გააკეთა, რომ ეს ვითარება შეცვლილიყო,“ – განაცხადა სამადაშვილმა.

სიახლეები

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15...

TV იმედს ევროპარლამენტში საქმიანობა აეკრძალა

ევროპარლამენტარი,მარკეტაგრეგოროვა დიდი ბრიტანეთის მიერ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქცირებული ტელეკომპანია "იმედისთვის" ევროპარლამენტში ერთი წლით...

ქართველი ექიმების ერთობლივი განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო

ქართველი ექიმების ნაწილი, საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის...

ალეკო ელისაშვილს სასამართლოზე განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს

ბარემ ჩამომახრჩეთ და დამხვრიტეთ - ასე მიმართა სასმართლოს დაკავებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ,რ...