ხალხი სამედიცინო ექპერიმენტების ობიექტი არ არის, არც ზუგდიდია პოლიტიკური ექპერიმენტების ადგილი – თენგიზ ცერცვაძისა და სხვათა ორკესტრირებულ შეტევას ახალი თაობის ექიმებზე ნიადაგი გამოეცალა

0
505

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სოლიდარობის კვლევიდან“ მედიკამენტი „ჰიდროქსიქლოროქინი“ („პლაქვენილი“) დროებით ამოიღო.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 25 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, პაციენტებში, რომელთაც ჰიდროქსიქლოროქინი/ქლოროქინით („პლაქვენილით“) მკურნალობდნენ, სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომელიც თავგამოდებით იცავდა პლაქველინს და ამის გამო მან და მასზე დაყრდნობით მთავრობის ტროლებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს უცხოეთში მოღვაწე ახალი თაობის ქართველი ექიმები და ლამის ობსტრუქცია მოუწყვეს ზურაბ გურულს, ამ პრეპარატის საშიშ გვერდით მოვლენებზე ყურადღების გამახვილების გამო, ახლა განიარაღებულია დათავისი მოსაზრებებისადააკვიატების გამო თავის მართლებასცდილობს.

მისი თქმით, საქართველოში „პლაქვენილის“ მიღების შედეგად რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„შესაძლოა, რაღაც სრულიად უმნიშვნელო გვერდითი მოვლენები, როგორიც არის მაგალითად, მადის გაუარესება ან მსუბუქი ფაღარათი. ამაზე მეტი არაფერი დაფიქსირებულა და ზოგადად მე ჩემს პრაქტიკაში არ მახსოვს, რომ რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენები გვეხმარა.

ამის მიუხედავად, ვინაიდან არსებობს კვლევები, სადაც ფიქსირდება გვერდითი მოვლენები, ჩვენ გავამკაცრებთ კონტროლს გვერდით მოვლენებზე და მეტი ყურადღებით მოვეპყრობით „პლაქვენილის“ დანიშვნას. თუ ის მართლაც შესაძლოა, იწვევდეს სერიოზულ გვერდით მოვლენებს და მისგან მიღებულ სარგებელს აჭარბებდეს მისგან მიღებული შესაძლო ზიანი, ჩვენ მაშინვე შევწყვეტთ „პლაქველინის“ გამოყენებას საქართველოში.

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ყველაზე რეალური პრეტენდენტი „პლაქვენილის“ შესაძლო ჩანაცვლებისა საქართველოში არის ლოპინავირ/რიტონავირი.

რაც შეეხება პოლიტიკურ ექსპერიმენტებს -ქართული ოცნების გეგმას ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინოს თენგიზ ცერცვაძე, დრო და ამომრჩეველი გვიჩვენებს, ეწევა თუ არა პლაქველინის ბედი ხელისუფლებისა და გარემოების მძევლად თავისი ნებით ქცეულ სახელოვან ექიმს, მაგრამ ახალწვეულს პოლიტიკაში

წინა სტატიასმენადაქვეითებული ადამიანების პრობლემა, რომელიც პანდემიის დროს ყველაზე მტკივნეულია[Video]
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: პანდემიასთან ბრძოლის ფონდში StopCov მობილიზებული 132 მილიონი უფრო საჭირო დროს იქნება გამოყენებული
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური