გიორგი გახარია: პანდემიასთან ბრძოლის ფონდში StopCov მობილიზებული 132 მილიონი უფრო საჭირო დროს იქნება გამოყენებული

0
381

კოვიდ19 -ის პანდემიასთან ბრძოლის ფონდში StopCov მობილიზებული თანხა ყველაზე უფრო საჭირო დროს იქნება გამოყენებული. განაცხადა პრემიერმინისტრიმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, ფონდში არსებულ დონაციას ფინანსური დაზღვევის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფონდში 132 მილიონია მობილიზებული

“stopcov.ge უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ინფრომაციას აწვდიდა მომენტალურად. ბიზნესომბუდსმენის აპარატს, რომელმაც შექმნა ეს მხარდაჭერის ფონდი, რომელშიც ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, ათასობით ქართულმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი. თუ არ ვცდები, დღეს ფონდში მობილიზებილია 132 მილიონი ლარი. ეს არის ის ფინანსური რესურსი, რომელიც უაღრესად მწვავე და საჭირო დროს იქნება გამოყენებული. რა თქმა უნდა, აქ მინდა აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ქართუ ფონდის დამსახურება. ჩვენ ამ დონაციას გამოვიყენებთ სწორედ მაშინ, როდესაც ეს ქვეყანას ყველაზე უფრო დასჭირდება და რა თქმა უნდა, ამ დონაციას აქვს ფინანსური დაზღვევის ყველაზე დიდი მნიშვნელობა” — განაცხადა გარიამ.

წინა სტატიახალხი სამედიცინო ექპერიმენტების ობიექტი არ არის, არც ზუგდიდია პოლიტიკური ექპერიმენტების ადგილი – თენგიზ ცერცვაძისა და სხვათა ორკესტრირებულ შეტევას ახალი თაობის ექიმებზე ნიადაგი გამოეცალა
შემდეგი სტატიაგარკვეული დროის შემდეგ ადამიანები შეაფასებენ, რა გააკეთა საქართველომ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში – გიორგი გახარია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური