მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს გიორგი გახარია პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის საქმიანობის შესახებ

დღეს გიორგი გახარია პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის საქმიანობის შესახებ

Published on

გიორგი გახარია პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივა და წარადგენს ანგარიშს, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში.სხდომა 12 საათზეა დანიშნული. პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება.

საქართველოში 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს გაუქმდა. თუმცა, რამდენიმე საათით ადრე, პარლამენტმა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხარდაჭერით და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანით, მთავრობას 15 ივლისამდე მისცა სხვადასხვა შეზღუდვის უფლება. ოპოზიციამ ეს საკანონმდებლო ცვლილებები შეაფასა კონსტიტუციის და საერთაშორისო კონვენციების დარღვევად. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” კანონში შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სიახლეები

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...