,,დარჩი სახლში”ისე დასრულდა, რომ დევნილები, რომელთაც სახლი არა აქვთ, არ გახსენებიათ და, თუ ახლა გაახსენდათ, ისიც სამშენებლო სექტორის პირდაპირი მხარდაჭერისთვის

0
417

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობა დევნილების ბინით დასაკმაყოფილებლად 150 მილიონ ლარს გამოყოფს.

,,დარჩი სახლში”ისე დასრულდა, რომ დევნილები, რომელთაც სახლი არა აქვთ, არსად და არანაირად არ უხსენებიათ, მთავრობაში არავის უფიქრია, რა დამატებით პრობლემებს უქმნის ეს განსაკუთრებით კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილებს, რომელთაც სამი ათეული წელია პატარა ფართი სანატრელი აქვთ და ქირას ვერ აუდიან, მით უფრო, პანდემიის პირობებში, როცასაყოველთაო გაღატაკების ფონზე ქირის გადახდის შესაძლებლობა დაკარგეს და ამასთან დავირუსების შემთხვევაში ქირის გადახდის შემთხვევაშიც კი შეიძლება უბინაოდ დარჩენილიყვნენ, რადგან რეალური იყო შესაძლებლობა ისინი ბინიდან დაეთხოვათ სახლის მფლობელებს – არავის სურს რისკის ქვეშ დააყენოს თავისი სახლი და ოჯახი ქირის ოდენობის მიუხედავად, დიახ არ უხსენებიათ, არ გახსენებიათ არ გახსენებიათ და თუ ახლა გაახსენდათ – სამშენებლო სექტორის პირდაპირი მხარდაჭერისთვის.

ნახეთ, რა ბრძანა დღეს პრემიერმა:

“ეს ასევე იქნება პირდაპირი მხარდაჭერა სამშენებლო სექტორის, იმისთვის, რომ მათი მდგრადობა იყოს ძლიერი. მათ გაუძლონ ამ კრიზისს გრძელვადიან პერიოდში და არ განმეორდეს ის უბედურება, რაც მოხდა 2008 წლის კრიზისის შემდეგ, როცა უამრავი ოჯახი გაუბედურდა საქართველოში, რადგან ბოლო შემოსავალი ბინებში ჰქონდათ გადახდილი, და დღესაც ქუჩებში რჩებიან”, – განაცხადა გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 283 271 ადამიანი, 90 ათასზე მეტი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილია მხოლოდ 40 ათასამდე ოჯახი, ხოლო 50 ათასზე მეტი ოჯახი ბინის მოლოდინშია.

წინა სტატია,,ბატონო გახარია, გასაგებია, რომ პერსონალურად ცდილობთ, პოლიტიკური ქულები ჩაიწეროთ ექიმების ხარჯზე, მაგრამ თქვენ ხართ ჯალათი და თეთრ ხალათს ვერ ამოეფარებით”- თინა ბოკუჩავა
შემდეგი სტატია“ცხენების ჩონჩორიკს რომ უნდა ხვეტავდნენ ისინი ქვეყანას მართავენ” – გახარია კრიტიკის ქარცეცხლში…
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური