მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩამოაწერს თუ არა მთავრობა თანამოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო გამოწერილ...

ჩამოაწერს თუ არა მთავრობა თანამოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო გამოწერილ ჯარიმებს და როდის?

Published on

ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივით მთავრობას ევროპულმა საქართველომ მიმართა. პარტიაში ამბობენ, რომ ჯარიმები ძალიან დიდია და მოქალაქეებს ამის გადახდის საშუალება არ აქვთ.

ევროპული საქართველო მოუწოდებს მთავრობას, ეს ჯარიმები ჩამოაწეროს და ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ თანამოქალაქეებს ზედმეტ ტვირთად არ დააკისროს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით შექმნილია “ჩიხური სიტუაცია”.

“ჩვენ გვაქვს ორი მიმართულებით პრობლემა – ერთი, რომ ძალიან გაუჭირდებათ და, აქ რაღაც უნდა მოვიფიქროთ და მეორე გამოწვევა არის ის, რომ მეორე ტალღას როცა ელოდება ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, და, მთელი მსოფლიო, დღეს თუ ასე მარტივად ჩამოიწერება ეს ჯარიმები, ხვალ ადამიანები იფიქრებენ, რომ თუ ახალ ჯარიმას დააწესებ, იმასაც მოუხსნიან და პრევენციულად ამან შეიძლება არ იმუშაოს და დამღუპველი იყოს”, – ამბობს მდინარაძე.

ცნობისათვის: საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა. წესების დარღვევა კი ფიზიკური პირის შემთხვევაში 3 000 ლარიან, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 15 000 ლარიან ჯარიმას ითვალიწინებდა.საგანგებო მდგომარეობის დროს პოლიციამ დაახლოებით 22 მილიონის ჯარიმები გამოწერა. 

 

სიახლეები

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...