მთავარისიახლეებისაზოგადოებაალექსანდრე ქობალიამ სოფელ ბაშში 180 ოჯახს პურის ფქვილი დაურიგა

ალექსანდრე ქობალიამ სოფელ ბაშში 180 ოჯახს პურის ფქვილი დაურიგა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი და ამჟამად ბიზნესმენი ალექსანდრე ქობალია საკუთარი წინაპრების ორ სოფელში, კორცხელსა და ბაშში, 180 ოჯახს 25 კილოგრამიანი პურის ფქვილით დაეხმარა.

როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გაუსაძლისი გახდა სოფლის მოსახლეობის ყოფა და ისინი ტრანსპორტირებას ქალაქშიც ვერ ახერხებენ.

„გავითვალისწინე რა მათი სოციალური მდგომარეობა გადავწყვიტე დავხმარებოდი ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ წლებია გამგებელი არ ვარ.უყურადღებოდ არასდროს ვტოვებ სოფელს. გზაც ჩემი გამგებლობის პერიოდში გაკეთდა, ახლა ცოტა არ იყოს გული მწყდება, უფრო მეტს იმსახურებენ“,-აცხადებს ალექსანდრე ქობალია.

„ სულ გვპატრონობს და ეს 25 კილოგრამიანი ფქვილი ჩვენი ოჯახებისთვის დიდი შეღავათია ამ კორონავირუსის და გაჭირვების ჟამს“,- ამბობს სოფელ კორცხელის მკვიდრი თემურ ჯიჭონაია.

სოფლის მცხოვრებელები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ყოფილი გამგებელი მათ ხშირად ეხმარება.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....