მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მერმა მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ძეგლები ყვავილებით შეამკო

ზუგდიდის მერმა მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ძეგლები ყვავილებით შეამკო

Published on

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილეებთან გიგა ფარულავასთან და კონსტანტინე კაკავასთან ერთად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავასა და პოლიტიკური ლიდერის სპირიდონ კედიას ძეგლები ყვავილებით შეამკო.დღეს, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას 81 წლის იუბილეც აღინიშნება.,, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩემს ძვირფას ზუგდიდელებსა და სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ოკუპაციის კლანჭებისგან გათავისუფლებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ მივისწრაფით ევროპული ღირებულებებისკენ, ზუგდიდში და სრულიად საქართველოში საზეიმო ღონისძიებები არ ტარდება მსოფლიოში არსებული პანდემიიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით ვულოცავ თითოეულ ქართველს დღევანდელ დღეს და ვისურვებ რომ საქართველო ჩვენ აფხაზ და ოსებ ძმებთან ერთად გახდეს ერთიანი, ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი“ -განაცხადა გიორგი შენგელიამ.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....