მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი: საკუთარი შესაძლებლობებისა და მომავლის რწმენით უნდა შევიდეთ ახალ მსოფლიოში...

სალომე ზურაბიშვილი: საკუთარი შესაძლებლობებისა და მომავლის რწმენით უნდა შევიდეთ ახალ მსოფლიოში და ამ რწმენით დავხვდეთ ყველა გამოწვევას

Published on

სალიმე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდელობის დღეს ულოცავს:

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დღეს უჩვეულო 26 მაისია. საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება თავდაცვის ძალებთან ერთად სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. ეს გამოწვეულია იმ განსაკუთრებული კრიზისული მდგომარეობით, რომელშიც ჯერ კიდევ ვიმყოფებით.

ამ ვითარების მიუხედავად, ჩვენი აქ მოსვლით და თავდაცვის ძალებთან დგომით, გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას საქართველოსთვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი, ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება.

​დღევანდელი ურთულესი კრიზისის დროს, ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მისცა გამძლეობისა და წარმატების მაგალითი. ეს უდაოდ, ჩვენი, ყველას გამარჯვებაა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ომი არ დასრულებულა და ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში ყოფნას ვაგრძელებთ…

26 მაისი ერთიანობითა და ერთობით მიღწეული გამარჯვებების სიმბოლოა.

ამ ერთიანობის შედეგია ჩვენი დამოუკიდებლობა. დღეს, ისე როგორც არასდროს, საკუთარი შესაძლებლობებისა და მომავლის რწმენა გვჭირდება. ამ რწმენით უნდა შევიდეთ ახალ მსოფლიოში და ამ რწმენით დავხვდეთ ყველა გამოწვევას.- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....