რა იგულისხმა სალომე ზურაბიშვილმა ,,პოსტულატში”: ,,ვინც ექიმების მიმართ უნდობლობას აჩენს და აუცილებელი ზომებს ეჭვქვეშ აყენებს, ქვეყნის წარმატებას და გადარჩენას ებრძვის”

0
456

საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ყველა, ვინც კორონავირუსის პანდემიის დროს ექიმების მიმართ უნდობლობას აჩენს და აუცილებელი ზომებს ეჭვქვეშ აყენებს, ქვეყნის წარმატებას და გადარჩენას ებრძვის. მისი თქმით,  კორონავირუსის პანდემიის მსგავსი მასშტაბის კრიზისების დროს აუცილებელია გარკვეული დონის პოლიტიკური კონსოლიდაცია.

.ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ვერ მიხვდა, რა იგულისხმა ქვეყნის პრეზიდენტმა ამ განცხადებაში ექიმებთან დაკავშირებით.

“ვერ გეტყვით ნამდვილად, რთულად გასაგები განცხადებაა. ქალბატონი ზურაბიშვილის გაგება მაშინაც რთულია, როცა მას სურს ნათლად და გასაგებად ისაუბროს და როცა ის გამოცანებით საუბრობს, მით უმეტეს ძალიან რთულია გავუგოთ რა დგას მისი განცხადების უკან. ექიმებს კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას, კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეურიგებელი ბრძოლის აუცილებლობას კორონავირუსის მიმართ, ხოლო ქალბატონი ზურაბიშვილის განმარტებას ამ შემთხვევაში მაინც ნუ მომთხოვთ, რადგან ვერ მივხვდი რა იგულისხმა”, — უთხრა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს.

წინა სტატიასპეციალური საინფორმაციო გამოშვება ანტი-covid-ი [გადაცემა-29] [Video]
შემდეგი სტატია,,ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში გლეხებისათვის მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას მოითხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური