მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქვეყნის მთავრობის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქვეყნის მთავრობის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

Published on

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ქვეყნის მთავრობის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

წერილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდა.

“ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით ვულოცავ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.

აშშ-სა და საქართველოს მძლავრი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც დამყარებულია საერთო ღირებულებებსა და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის სიღრმისეულ სიყვარულზე. აშშ ურყევია საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, ასევე ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მკაფიო სურვილს. აშშ აფასებს საქართველოს ინვესტიციას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ჩადებულ მნიშვნელოვან კონტრიბუციებს, ავღანეთში NATO-ს მისიის ჩათვლით. ქართველმა ჯარისკაცებმა მამაცურად იმსახურეს და ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა ქართველს, რომლებმაც თავი შესწირეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთოებისთვის.

მომავალი წლის განმავლობაში ველით, რომ საქართველოსთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო გავამდიდრებთ, რადგან საქართველო ატარებს ისეთ რეფორმებს, რომლებიც აძლიერებს დემოკრატიულ პროცესებს და დამოუკიდებელი სასამართლოს დასაყრდენ კანონის უზენაესობას. ჩვენ უცვლელად მხარს ვუჭერთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ძალისხმევებს Covid-19-ის პანდემიისგან აღდეგნის პროცესში. ასეთი კრიზისები გავხსენებს ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობის ნამდვილი სიღრმესა და ღირებულებებს”, – წერს მაიკ პომპეო.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....