26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

0
736

გმირები ( როცა ამქვეყნად აღარ არიან) გვიყვარს, მაგრამ გვესმის კი მათი სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ? ვის უხმობს მერაბ კოსტავას დარხეული ზარი?

“საუბედუროდ, ჩვენ ქართველები, მხოლოდ გადამწვეტ მომენტში, მაშინ, როდესაც დაღუპვის კარსა ვართ მიმდგარი, ვდგებით ერთად და ვერთიანდებით!

ხოლო რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, როდესაც უკვე ერის გადარჩენაზე კი არ არის აქ ლაპარაკი, არამედ აღორძინებაზე, იქ კი, ისევ თავს იჩენს ჩვენი პრომეთეული გოროზობა, ჩვენი ეს ოდითგანდელი სენი და ჩვენ კვლავ – ერთმანეთს ვშორდებით!…..”

კმარა წელზე ფეხის დადგმით თავის შენარჩუნებაზე ფიქრი! დროა დიდ ერად ქცევაზე ოცნების ჟამმა დარეკოს.. დაე, არწივის გაფრენას ედაროს ოცნება იგი, რათა ოცნება მიზნად იქცეს, მიზანი კი – საქმედ!“-

…და სადაც მერაბ კოსტავაა, იქ ზვიად გამსახურდია და პირიქით – მათ შექმნეს დიდი ეპოქა უახლეს ქართულ სინამდვილეში.

ზვიად გამსახურდია – ძმას ქრისტესმიერს

ჩვენ ძლიერ ხშირად გვიფიქრია ძმაო ამაზე,
როდის აღსდგება სამშობლო ჩვენი,
და დაბრუნდება კვლავ სილამაზე
თავისუფლების და აღმაფრენის.
როდის დადგება ის დღე დიადი
როს ბორკილს შევხსნით ერს დამცირებულს,
და დაუბრმავებს თვალს განთიადი,
ჩრდილეთის წითელ ჯალათთა კრებულს!..
და საქართველო დიდჭირნახული
გამოფხიზლდება ყველა იოგით
ჩვენ ღვთისმშობელი გვწყალობს ხახულის
და გვიცავს მარად თეთრი გიორგი.

მერაბ კოსტავა -მეგობარ ზვიადს

„შენი სამშობლო არის სულეთი
სხვა სრა-სასახლე, ძმაო, ნუ გინდა.
დე, ხალხის თვალში დარჩი სულელი,
მამის წინაშე იყავი წმინდა.
დაე, გფარავდეს ვარსკვლავთ კრებული
და მიქაელის ცეცხლის მახვილი,
დაე, ღირსად გვცნონ, იქმნა ვნებული,
წმინდა ზვარაკის ტკბილი სასმელით.
არ მიიკარო მწიკული ზადის
შენი ტანია თვით ეკლესია,
სცან ღაღადისი, გზა განიმზადე,
დედამიწაზე დადის მესსია!“

წინა სტატიასაქართველო პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს
შემდეგი სტატია,,ჩვენი ერისთვის პატივია, რომ საქართველო მისი მეგობარი და პარტნიორია“ – ამერიკელი პარტნიორები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური