ზუგდიდის საკრებულოს წევრს “ევროპული საქართველოდან” ბათლომე შელიას ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ბრალი წარუდგინეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით,მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ამავე მიხლით წარედგინა ბრალი წითელი ჯვრის მოხალისე დათო ღურწკაიასაც. გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი დეპურტატი უსამართლოდ მიიჩნევს. საქმე ეხება მასსა და სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას შორის მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც, აქტივისტის მტკიცებით, დეპუტატმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შელიამ პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე განაცხადა, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, მათ შორის გამოძიების მიკერძოების კუთხითაც, რადგან სამართალდამცველებს რეალურად არ აინტერესებთ რა და რატომ მოხდა სინამდვილეში. სწორედ ამიტომ, მარტო მის ნაწილს იძიებენ და სურთ ის მოძალადედ გამოიყვანონ.დეპუტატი ირწმუნება, რომ რეალურად ეს შეკერილი საქმეა პოლიტიკური სარჩულით, რასაც როსტომ ზარანდია არ ეთანხმება , მისი თქმით, პოლიტიკა არაფერ შუაშია.ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო უახლოეს 48 საათში იმსჯელებს
- Tags
- video
სიახლეები
საზოგადოება
პროკურატურა ადასტურებს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს
პროკურატურა ადასტურებს, რომ ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს.
საქმის პროკურორის თქმით, გიორგი მალანია,...
საზოგადოება
ცაჰკნა: დღეს საუბარია არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაზე
საქართველოში მიმდინარე პროცესები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს...
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის – კაია კალასი
განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება, - ამის...
საზოგადოება
ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს – პაპუაშვილი “ლელოზე”
“ლელო ძლიერ საქართველოს“ ინიციტივას ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებების დაწყებასწთან დაკავშირებით “ოცნება“ უარით...