მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროკურატურა ადასტურებს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს

პროკურატურა ადასტურებს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს

Published on

პროკურატურა ადასტურებს, რომ ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს.

საქმის პროკურორის თქმით, გიორგი მალანია, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნის, მერაბ მალანიას შვილია, მამის თანდასწრებით გამოიკითხა.

მისივე განცხადებით, გამოძიებას აქვს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილის ტელეფონი, რომელზედაც დანიშნულია და მიღებულია საინფორმაციაო ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

მალანია გამოკითხულია, საკმაოდ კრიტიკულად დაიკითხა აღნიშნული პირი, გარდა ამისა, ჩატარდა ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლში, ამოღებულია მობილური ტელეფონი, დანიშნულია და მიღებულია საინფორმაციაო ტექნოლოგიური ექსპერტიზა, გამოყოფილ საქმეში, რა შედეგებიც გვექნება, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, დაიწყება თუ არა სისწხლის სამართლებრივი დევნა, ამ ჩამოთვლილი, კონკრეტული, რომელიმე პირის მიმართ. მერაბ მალანია არის არასრულწლოვანი გიორგი მალანიას მამა, შესაბამისად, თანამედროვე საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, რომ მერაბ მალანია, როგორც დამსწრე, როგორც წარმომადგენელი დასწრებოდა შვილის გამოკითხვას, შესაბამისად, ის ესწრებოდა გიორგი მალანიას გამოკითხვას და პირი, რომელიც ესწრება და საპროცესო წარმომადგენლის სტატუსით არის, მისთვის მოწმის სტატუსის მინიჭება და მისი გამოკითხვა არ ხდება, – ამბობს საქმის პროკურორი.

თემქაზე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე უნდა გამოიკითხოს 5 მოწმე. პროკურორის განმარტებით, ესენი არიან ის ადამიანები, ვინც თავდაპირველად გიგა ავალიანი აღმოაჩინეს, სასტკად ნაცემი და სასწრაფო გამოიძახეს.

მისივე განცხადებით, საქმეში არსებობს უამრავი პირდაპირი მტკიცებულება, არაც არასრულწლოვენბის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს დაადასტურებს.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს – დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.

რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.

სიახლეები

შიო III-მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი

მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას - როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ...

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - მისალოც წერილს მიხეილ ყაველაშვილის...

„ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით, თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

„ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს...