მთავარისიახლეებიპოლიტიკათეიმურაზ შარაშენიძე: ,,არ ვიზიარებ კრიტიკას, რომ საელჩომ ვერ იმუშავა, ჩვენ საპროტესტო ნოტაც...

თეიმურაზ შარაშენიძე: ,,არ ვიზიარებ კრიტიკას, რომ საელჩომ ვერ იმუშავა, ჩვენ საპროტესტო ნოტაც გადავეცით უკრაინის ხელისუფლებას, მაგრამ…”

Published on

უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე , რომელიც კიევში ერთერთ მაღალ და მნიშვნელოვან  თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო თბილისში კონსულტაციისთვის გამოიწვიეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა.

როგორც უწყებაში შესვლამდე ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ იზიარებს პოზიციას, რომ საელჩომ შესაბამისად ვერ იმუშავა. მისივე განმარტებით, დღევანდელი კონსულტაციებისას საუბარი ახლადშექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს შეეხება.

“დამთავრდა კარანტინი, მოვედი კონსულტაციებზე, მიზეზი თქვენთვის კარგად არის ცნობილი. ახლადშექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშომრლობის ყველა საკითხს განვიხილავთ. დღეს დაიწყება კონსულტაციები, როდის დამთავრება ვერ გეტყვით… არ ვიზიარებ კრიტიკას, რომ საელჩომ ვერ იმუშავა. მე რაც ჩამოვედი, სულ მაგას გეუბნებით, რომ მქონდა კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე უკრაინის და მოგახსენეთ უკვე, რომ გადავეცით საპროტესტო ნოტა, პროტესტის ფორმად არჩეული იქნა ელჩის გამოწვევა კონსტულაციისთვის და ჩამოვედი და დღეს ვიწყებთ ამ კონსულტაციებს”, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, როდის დაბრუნდება უკრაინაში, “ეს ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს, მისი კომპეტენცია არ არის”. როგორც ელჩი აცხადებს, “რასაკვირველია, მნიშვნელოვანია” საქართველოს უკრაინაში ელჩი ჰყავდეს. მისივე განცხადებით, მიმდინარე მოვლენები ორ ქვეყანას შორის სიტუაციას არ გაამძაფრებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებისთვის გამოწვევის შესახებ ცნობილი 8 მაისს გახდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას უკავშირდებოდა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...