მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ოპოზიციური პარტიები ძირს უთხრიან 8 მარტის შეთანხმებას'' - ქართული ოცნება ...

,, ოპოზიციური პარტიები ძირს უთხრიან 8 მარტის შეთანხმებას” – ქართული ოცნება საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს

Published on

ქართულმა ოცნებამ ლობისტური ჯგუფის დახმარებით საერთაშორისო პარტნიორებს განცხადებით მიმართა. წერილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

წერილი აგებულია პრინციპზე ,,გაღმა შეედავე” და პასუხისმგებლობას 8 მარტის შეთანხმების დარღვევის მცდელობისათვის ენმ-ს, ევროპულ საქართველოსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს აკისრებს.

განცხადებაში ქართული ოცნება წერს, რომ ქართული ოპოზიციური პარტიები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “წინამძღოლობითა” და ევროპული საქართველოსა და სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით, “უარს ამბობენ თავიანთ დაპირებაზე”, შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დაიდო. 

“ეს უკიდურესი უპასუხისმგებლობაა. 8 მარტის შეთანხმება საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისა და ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალი გზის დაჩქარების ფუნდამენტური საყრდენია”, – წერს მმართველი გუნდი წერილში. 

ქართული ოცნება წერილში წერს, რომ ისინი საარჩევნო სისტემის რეფორმის დაპირებაზე მყარად დგანან, ხოლო მათივე განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა უკან დაიხიეს თავიანთი პირობის შესრულებისგან.

“უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს პარტიები უარს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე ქართველი ხალხის წინაშე, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატია და ავაშენოთ უფრო ინკლუზიური საზოგადოება. ენმ, ევროპული საქართველო და სხვა ოპოზიციური პარტიები ძირს უთხრიან 8 მარტის შეთანხმების ლეგიტიმურობას იმით, რომ აკეთებენ ყალბ ბრალდებებს, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ კრიმინალურ საქმეებთან. ამას საერთო არაფერი აქვს ახალი საარჩევნო სისტემის მიღებასთან”, – წერია განცხადებაში. 

როგორც პარტია საერთაშორისო პარტნიორებს ამცნობს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, 15 მაისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა “კონტროვერსიული ნაბიჯი გადადგა და ორი მსჯავრდებული დამნაშავე შეიწყალა”. 

პარტია წერს, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, სხვა პარტიებთან ერთად უნდა დაასრულონ მუქარები, ბოიკოტები და პოლიტიკური თამაშები. 

“ქართული ოცნება მოუწოდებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ დაადასტურონ მხარდაჭერა ახალი საარჩევნო სისტემის მიმართ და დაჟინებით მოუწოდონ რადიკალურ ოპოზიციას, ქართული დემოკრატიისთვის ამ საკვანძო ნაბიჯს ძირი არ გამოუთხარონ”, – წერია განცხადებაში. 

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ისინი მხარს არ დაუჭერენ საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტს, თუ იქამდე ქართული ოცნება დაპირებას სრულად არ შეასრულებს და რურუასაც არ გაათავისუფლებს. 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...