მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ნეოკომკავშირლები, რომელნიც წამლავენ ახალგაზრდა თაობას'' - ასე იხსენიებს ვანისა და...

,,ნეოკომკავშირლები, რომელნიც წამლავენ ახალგაზრდა თაობას” – ასე იხსენიებს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს

Published on

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი მედიას, ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ნეოკომკავშირლებს უწოდებს და საყვედურობს. მისი თქმით, ისინიც წამლავენ ახალგაზრდა თაობას, როცა ეკლესიაზე ელაპარაკებიან.

ეს ის ხალხია, ყველაფერში რომ ნეგატივს ეძებენ. ეკლესიას მიწა, 25 მილიონი და რომ გააბუქონ ეს 25 მილიონი, მთელი 17 წლის ნამრავლს ამბობენ, სულ ეკლესიამ აიღო 350 მილიონი.

თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ ნამდვილად ვიღებთ 25 მილიონს, ის, რომ ეს განათლებას ხმარდება, ნამდვილად უპირობოდ ეგრეა, მაგრამ მოდით, გადავიანგარიშოთ – სამ მილიონ ნახევარი კაცი ცხოვრობს საქართველოში, 25 მილიონი რომ გავყოთ სამ მილიონ ნახევარზე, 59 თეთრი გამოდის, ერთ კაცზე 59 თეთრი გამოდის, ეკლესია ამაზე მეტს არ აკეთებს ქვეყნისათვის?! მაშინ როდესაც ნებისმიერი ტელევიზია, ნებისმიერი უნივერსიტეტი, ინსტიტუტი 140 მილიონს იღებს, 70 მილიონს და გაცილებით მეტს იღებენ.

რას გვაყვედრიან – 59 თეთრს?! ხალხის ფული… 59 თეთრი არ უღირს თითო კაცს, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაურიცხოს?! მაგრამ ეს ისე უნდათ წარმოაჩინონ, ოღონდ შეგაზარონ ეკლესია…

მე ვუკვირდები და ეს ის ადამიანები არიან, ვინც ეკლესიაზე ასეთი ორკესტრირებულ შეტევას აკეთებს, რომლებიც დაბეჯითებით იცავენ ლგბტ უფლებებს, მათი გამოსვლების მხარდამჭერები არიან. ლგბტ და მთელი ეს ლიბერალური მოქმედება ეს არის პიროვნების თავისუფლება უმრავლესობის აზრის გაუთვალისწინებლობის გარეშე. ე.ი ლგბტ-ს აქვს ფუნდამენტალური უფლება და უმრავლესობას არ აქვს ფუნდამენტალური უფლება. მე ძალიან მაეჭვებს მათი მოქმედებები…

მიტროპოლიტი უფრო შორსაც მიდის:

უკვე ეჭვი მეპარება, ესენი ყველა ის ადამიანები არიან, ვინც ეკლესიას უტევენ, ვინც სულდგმულობს ევროდაფინანსებით. ესენი ყველა სულდგმულობენ ევროდაფინანსებით.

და ახლა მებადება ეჭვი, ხომ არ გადავხედოთ ჩვენს არჩევანს, როცა ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა…

თვალი ხო არ გავახილოთ, თუ ეს არის ევროპის ფასეულობა – ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულებელყოფა, ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა.

მე სერიოზულად ვფიქრობ, ალბათ სინოდში დავსვამ ამ საკითხს, რომ ხელახალი რეფერენდუმი ხო არ მოვიწვიოთ და ხელახლა ხომ არ ვკითხოთ ჩვენს ხალხს, გვინდა თუ არა ასეთი ევროპა

მიტროპოლიტი განსაკუთრებით გაღიზიანებულია კრიტიკით, რომელიც მოყვა რამდენიმე დღის წინ პარლამენტის მიერ ტყის კოდექსის მიღებას – ამ კანონის თანახმად მართლმადიდებელ ეკლესიას მის ირგვლივ მდებარე ტყის მასივიდან 20 ჰექტარი მიწის ფლობის უფლება მიეცა.

მისი თქმით, ,,არ აქვს მნიშვნელობა, ვინ განკარგავს ტყეს, როცა ის ხალხის კუთვნილება არაა. ისვე აღნიშნავს, რომ თუ ეკლესია გაყიდის, რა გარანტია არსებობს, რომ იმავეს არ იზამს სახელმწიფო.

თქვენ იცით, საპატრიარქოს გადმოსცეს ტყე. ამათი უნიჭო ბრალდებაა, რომ სახელმწიფო, თურმე, ჩვენ წინასაარჩევნოდ გვყიდულობს. თუ ესენი ლოგიკურნი არიან, გამოდის, რომ ეკლესიას გარკვეული წონა ჰქონია, რომ შეცვალონ ქვეყნის ბედი. თუ ამაში დარწმუნებულები არიან, რა ურჩევნიათ ამათ ჩვენთან – მტრობა თუ მეგობრობა? მე მათ ადგილზე ასე ვიტყოდი: “უჰ, რა კარგია, რომ გადასცეს მათ და ტყე მაინც შეგვინარჩუნდება”, – ამბობს მიტროპოლიტი.

სიახლეები

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15...

TV იმედს ევროპარლამენტში საქმიანობა აეკრძალა

ევროპარლამენტარი,მარკეტაგრეგოროვა დიდი ბრიტანეთის მიერ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქცირებული ტელეკომპანია "იმედისთვის" ევროპარლამენტში ერთი წლით...

ქართველი ექიმების ერთობლივი განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო

ქართველი ექიმების ნაწილი, საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის...

ალეკო ელისაშვილს სასამართლოზე განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს

ბარემ ჩამომახრჩეთ და დამხვრიტეთ - ასე მიმართა სასმართლოს დაკავებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ,რ...