“ძალიან მომეწონა ოპოზიციის რეაქცია, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად მოვახვედრე. ე.ი. როდესაც სპეკულაციების არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაშინაც კი პოულობენ ეს პოლიტიკური სუბიექტები შარის მიზეზებს. ზუსტად ეს არის გოიმობა და ქაჯობა, რასაც ამდენი ხანია ვერ დააღწიეს თავი. სამწუხაროდ, სხვაგვარად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არ შეუძლიათ”, – განაცხადა ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში.
. მისივე თქმით, ეს პოლიტიკური სუბიექტები შარის მიზეზებს მაშინაც კი პოულობენ, როცა სპეკულაციების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
“ზუსტად ეს არის გოიმობა და ქაჯობა, რასაც ამდენი ხანია ვერ დააღწიეს თავი. სამწუხაროდ, სხვაგვარად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არ შეუძლიათ.
ჩვენ ველოდებით საპარლამენტო არჩევნებს, სადაც ოპოზიცია კიდევ ერთხელ ძალიან მძიმედ დამარცხდება. ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა ახალი ამბავი არ არის. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ირაკლი კობახიძე აქტიურად იყენებს სიტყვა “გოიმს” ოპონენტების წინააღმდეგ.
სიტყვა “გოიმი” ოპონენტების წინააღმდეგ ირაკლი კობახიძემ პირველად 21 მაისს, პოს TV-ის ეთერში გამოიყენა და თქვა, რომ “ასეთი გოიმური ოპოზიცია” არ ახსენდება. მეორე დღეს მედიის სიტყვების საპასუხოდ თავისი მოსაზრება განავრცო და დაამატა, რომ ამ პოლიტიკურ სპექტრში ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია “ნომერ პირველი გოიმია”. ბოკერიამ კობახიძეს უპასუხა და თქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში, რაშიც არის, უნად ეცადოს, რომ პირველი იყოს და კობახიძეს “კომპლიმენტისთვის” მადლობა გადაუხადა.
ამის შემდეგ კობახიძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბოკერიას და თქვა, რომ “კარგი იქნება, თუ გიგა ბოკერია გოიმობაში პირველობისკენ სწრაფვას გააგრძელებს”.