მთავარისიახლეებიუკრაინა,,ჩვენ დავაკვირდებით , თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში და...

,,ჩვენ დავაკვირდებით , თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით” – საგარეო უწყება

Published on

საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოწვეულ ელჩთან თეიმურაზ შარაშენიძესთან

„მოგეხსენებათ, რომ ელჩი საქართველოში დაბრუნების შემდგომ გადიოდა სავალდებულო კარანტინს. დღევანდელ შეხვედრაზე ელჩისგან მოვისმინეთ ინფორმაცია და ვიმსჯელეთ საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და პერსპექტივაზე იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც დღეისათვის არსებობს. – ნათქვამია საგარეოუწყების ინფორფმაციაში ამ სეხვედრასთან დაკავშრებით – კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ელჩის კონსულტაციებზე დედაქალაქში გამოძახება გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი. ქართულმა მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოში მსჯავრდებული პირის საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის გამო, რაც ქართული მხარის შეფასებით, არ შეეფერება ორი ქვეყნის თანამშრომლობის სულისკვეთებას.

ბუნებრივია, ელჩის კონსულტაციებზე გამოძახება არ გულისხმობს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას და ასევე არ იგეგმება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა.

საქართველო უკრაინასთან განაგრძობს მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხებზე – იქნება ეს ტერიტორიების ოკუპაცია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ჩვეულ რეჟიმში თანამშრომლობას.

ბუნებრივია, ჩვენ დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება...

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...