წაქცეული ხეები, დაზიანებული შენობები, წყალმოვარდნები – ძლიერი ქარ-წვიმა ორი დღის განავლობაში შენარჩუნდება

0
595

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თევდორე მღვლის ქუჩაზე ქარის შედეგად წაქცეული ხე იქვე მდგარ რამდენიმე ავტომობილს დაეცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხდებენ, რომ ავტომობილები მსუბუქად დაზიანდა. არცერთ მოქალაქეს არ მიუღია დაზიანება, ავტომობილებში არავინ იჯდა.

ქარის გამო დღეს სხვა შემთხვევაც მოხდა – თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ქარმა სარეკლამო ბილბორდი დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერი ქარია გორსა და რუსთავშიც – წაქცეულია ხეები, დზიანებულია სენობები, მაგრამ საბედნიეროდ ადამიანები არ დაშავებულან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქარი იქროლებს ხვალაც. შენარჩუნდება ტემპერატურა, რომელიც დღესაც გვაქვს და მნიშვნელოვნად არის დაწეული (ზოგიერთ რაიონში 15-17 გრადუსითაც კი) წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ, რომელიცამაღამ კიდებ უფრო გაძლიერდება, შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნოს.

წინა სტატიაგერმანიის ელჩი: მივესალმებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ორი ჯენტლმენის შეწყალებას
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური