მთავარისიახლეებიპოლიტიკაგერმანიის ელჩი: მივესალმებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ორი ჯენტლმენის შეწყალებას

გერმანიის ელჩი: მივესალმებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ორი ჯენტლმენის შეწყალებას

Published on

მივესალმებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ორი ჯენტლმენის შეწყალებას, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერთ ქნირშმა გიგი უგულავასა და  ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ დიპლომატები დიალოგის პროცესში შუამავლების როლს თამაშობენ, რომელთა მისიაც არის მხარეები ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრიბონ. მივესალმებით იმ შეთანხმებას, რომელიც იქნა მიღწეული. ცოტა ხნის წინ ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, რომ ასევე მივესალმებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ორი ჯენტლმენის შეწყალებას. ეს ძალიან გაბედული ნაბიჯია. ჩვენ ველით, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება, ეს პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის საკითხია“, – განაცხადა ქნირშმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რატომ მოხდა შეთანხმების ორგვარად განმარტება, დიპლომატი პასუხობს: „თუ ადამიანები წაიკითხავენ შეთანხმებას, მარტივად გაიგებენ“.

„გთხოვთ, გადახედეთ ტექსტს კიდევ ერთხელ და ყველა კითხვის პასუხი იქ არის“, – აღნიშნა ქნირშმა.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....