რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გაიზარდა ცხელებით შეყვანილ პაციენტთა რაოდენობა[Video]

0
425

რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გაიზარდა ცხელებით შეყვანილ პაციენტთა რაოდენობა. ამ დროისთვის საავადმყოფიში 29 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც  9 კოვიდინფიცირებულია.  საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, კოვიდდადასტურებულების მდგომარეობა სტაბილურია , ხოლო  ერთ-ერთი ინფიცირებული მოზარდის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა  სტაბილური. ქარცივაძის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში ცხელების ნიშნებით მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა და ყოველდღიურად საავადმყოფოში 10-12 პაციენტი შედის, რომელთაც უტარდება ტესტირება კორონავირუსზე. ამასთანავე გუშინ 9 პაციენტის ტესტირება ჩატარდა, საიდანაც ყველას პასუხი უარყოფითია. დღეს კი ტესტირება  კიდევ შვიდ ადამიანს ჩაუტარდება.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული 101 ნიმუშიდან ყველა  უარყოფითია.  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება (ზუსტი ციფრი ჯერ უცნობია).

წინა სტატიამეუფე გერასიმეს თქმით, ეკლესიის საკუთრებაში ტყეები მეტად დაცული იქნება [Video]
შემდეგი სტატიაგახარიასთვის სიცხეა გასაზომი: ,,მედიასთან იყავით უაღრესად მკაცრი”- რა დირექტივები მისცა მან დღეს გამყრელიძესა და ტიკარაძეს?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური