მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ გოიმია და ვინ სვეტი პოლიტიკაში? თვითონ ამ საკითხის დაყენებაა გოიმური...

ვინ გოიმია და ვინ სვეტი პოლიტიკაში? თვითონ ამ საკითხის დაყენებაა გოიმური – გამოხმაურებები ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

Published on

მე მგონი, თვითონ ამ საკითხის დაყენებაა გოიმური, – ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი  პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის  განცხადებას ოპოზიციის შესახებ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მსგავს განცხადებებზე და საკითხებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ ღირს- „არ მგონია, რომ ასეთ საკითხებზე სერიოზული განცხადებები უნდა გაკეთდეს. რას ნიშნავს საკითხის ასე დაყენება? მემგონი, თვითონ საკითხის დაყენება ძალიან გოიმურია,”- განაცხადა წერეთელმა.

,,გოიმურია თუ სვეტური ოპოზიცია, ამას ჩვენ გვიჩვენებს ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ირაკლი ობახიძის ამ განცხადებას.

როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, სხვადასხვა ტერმინოლოგიას მათი ოპონენტებიც იყენებენ.

„ყველა სხვადასხვა ტერმინოლოგიას ხმარობს, ზოგი ამბობს – „ნაცები შმაცები”, ისინიც ხანდახან იყენებენ გარკვეულ სიტყვებს და მე არ გამიგია, რომ თქვენ გეკითხათ, თუ რატომ მოიხსენიებენ ისინი თავის ოპონენტებს აუგი სიტყვით, “- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ   „პოსტივის“ ეთერში განაცხადა, რომ „ასეთი გოიმური ოპოზიცია საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება”.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....