მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მესამე პრეზიდენტი ჩვენს პოლიტიკაში უზარმაზარი ფაქტორია. ახლა მას, როგორც უკრაინის სახელისუფლო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჩვენს პოლიტიკაში უზარმაზარი ფაქტორია. ახლა მას, როგორც უკრაინის სახელისუფლო პოზიციაზე მყოფ ადამიანს, ნაკლები დოზით ვიხილავთ ფორმალურ ნაწილში, არაფორმალურ ნაწილში კი ყოველდღე ველაპარაკები, მისი აზრი მაინტერესებს“ – გრიგოლ ვაშაძე

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ილაპარაკა იმ შეზღუდვებზე, რომელიც უკრაინაში დანიშვნა მოახდენს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.

„ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჩვენს პოლიტიკაში უზარმაზარი ფაქტორი, ვის რა შენიშვნები და პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს მასთან, 2003 წლიდან 2012 წლამდე მიღწეულ შედეგებს საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას ვერავინ წაართმევს.

ეს როლი საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებით შეზღუდული იქნება, იმიტომ, რომ უკრაინის სახელისუფლო პოზიციაზე მყოფ ადამიანს აქვს საერთაშორისო სამართლებრივი შეზღუდვები. ისეთი თავისუფლებით, ისეთი შემართებით და ისე ლაღად, როგორც საქართველოზე ადრე აკეთებდა განცხადებებს, ახლა ვეღარ გააკეთებს. იმიტომ, რომ მშვენივრად ესმის რა ვალდებულებები იკისრა.

ეს უკვე კერძოდ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები კი არ იქნება, ეს იქნება უკრაინის ხელისუფლების განცხადებები. ამიტომ, ნაკლები დოზით ვიხილავთ ფორმალურ ნაწილში. არაფორმალურ ნაწილში კი ყოველდღე ველაპარაკები, დღეგამოშვებით ყოველ შემთხვევაში. მისი აზრი მაინტერესებს“, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

როგორც ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა თქვა, ოპოზიციისთვის ეს მოცემულობაა. მისი შეფასებით, „რაც უფრო წარმატებული იქნება მიშა უკრაინაში, მით უკეთესი ოპოზიციისთვის“.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....