სამეგრელოს რეგიონში უაქციზო სიგარეტი ამოიღეს[Video]

0
619

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მიუხედავად ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული  საფრთხეებისა და საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვებისა, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.                

აღნიშნულ პერიოდში, სამსახურის თანამშრომლებმა  ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვის  25  ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 10 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

წინა სტატიაირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ,,მათში ჩაბუდებულია ბოროტი სული. ასეთი გოიმური ოპოზიციური სპექტრი, მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში”
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტი 27 მაისს მოუსმენს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური