მთავარისიახლეებიეკონომიკარატომ მოხდა, რომ დღემდე უამრავი ადამიანი, რომელიც ელოდება დახმარებას, ფაქტობრივად საარსებო რესურსების...

რატომ მოხდა, რომ დღემდე უამრავი ადამიანი, რომელიც ელოდება დახმარებას, ფაქტობრივად საარსებო რესურსების გარეშეა დარჩენილი? – მთავარი კითხვა, რომელსაც ოპოზიცია გიორგი გახარიას დაუსვამს

Published on

ხელისუფლების ოპონენტები მთავრობისგან ელოდებიან პასუხს, რას აპირებენ კრიზისიდან გამოსასვლელად. ოპოზიციას კითხვები აქვს უცხოურ დახმარებებზეც.”ძალიან საინტერესო იქნება ბატონი გახარიას დეტალური გეგმები და დეტალური ანგარიში, სად წავიდა და როგორ გაიხარჯა ის სახსერები, რომელსაც ის პირდებოდა საკუთარ მოქალაქეებს- აცხადებს ოპოზიცია..

ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს აინტერესებს რატომ გაიზარდა ქვეყანაში სიღარიბე და რას სთავაზობს ხელისუფლება იმ ადამიანებს, რომლებიც საარსებო რესურსების გარეშე არიან დარჩენილები.
„მთავრობას მოვთხოვთ პასუხს თუ რატომ დაზიანდა ეკონომიკა საგანგებო მდგომარეობის დროს… ჩვენ მთავრობას მოვთხოვთ პასუხს იმის თაობაზე, თუ როგორ გაიზარდა ქვეყანაში სიღატაკე, რატომ მოხდა რომ საგანგებო მდგომარეობისას ყველაზე მეტად დაზიანდა ეკონომიკა, რატომ მოხდა, რომ დღემდე უამრავი ადამიანი, რომელიც ელოდება დახმარებას, ფაქტობრივად საარსებო რესურსების გარეშეა დარჩენილი. ეს კითხვები გვექნება პრემიერ-მინისტრთან“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

“ევროპულ საქართველოში” კი ინტერესდებიან, როგორ აპირებს ხელისუფლება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას.უნდა გავიგოთ როგორ აპირებს ბატონი გახარია საერთაშორისო დახმარების უზრუნველყოფას, მაშინ, რიცა ჩვენ ვხედავთ რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ამ დახმარებებს გზა გაეხსნას”- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

“ყველაზე მეტად რაც აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას, არის ის თუ როგირ აპირებს ხელისუფლება ამ მწვავე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას, ამიტომ ჩვენი კითხვები იქნება ეკონომიკასთან დაკავშირებით, იმ ხედვასთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად ვნახეთ, რომ არ არის ქვეყნის კრიზისიდან გამომყვანი”- აცხადებს სერგი კაპანაძე.

ცნობისათვის: გიორგი გახარია პარლამენტში 27 მაისს მივა და დეპუტატებს კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს წარუდგენს.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...