მთავარისიახლეებიპოლიტიკარა შეკითხვებს დაუსვამს ოპოზიცია გიორგი გახარიას პარლამენტში?

რა შეკითხვებს დაუსვამს ოპოზიცია გიორგი გახარიას პარლამენტში?

Published on

ჩვენი თანამოქალაქეებისთვის საინტერესო იქნებოდა ის ბიუჯეტი, რომელსაც გვპირდებოდა გახარია და დღემდე არავის თვალით არ აქვს ნანახი, – განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა   ჟურნალისტებთან

მისი თქმით, საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩა მაშინ, როცა გიორგი გახარია ყოველ კვირას საზოგადოებას ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმებს ტელევიზიიდან აცნობს.

“ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც დღემდე არ მიუღიათ არც ერთი თეთრი სახელმწიფოსგან, ძალიან საინტერესო იქნება, მოისმინონ ბატონი გახარიას დეტალური გეგმები და დეტალური ანგარიში, სად წავიდა და როგორ გაიხარჯა ის სახსრები, რომელსაც ის პირდებოდა საკუთარ მოქალაქეებს. ჩვენი თანამოქალაქეებისთვის საინტერესო იქნებოდა ის ბიუჯეტი, რომელსაც გვპირდებოდა ბატონი გახარია და დღემდე არავის თვალით არ აქვს ნანახი. ასევე, ძალიან საინტერესო იქნება გავიგოთ, როგორ აპირებს ბატონი გახარია საერთაშორისო დახმარების უზრუნველყოფას მაშინ, როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ამ დახმარებებს გზა გაეხსნას,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....