მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: ,,ვინც ფეხქვეშ ფიანდაზად ეფინებოდნენ ხელისუფლებაში მყოფ ვანო მერაბიშვილს, დღეს...

ნიკა მელია: ,,ვინც ფეხქვეშ ფიანდაზად ეფინებოდნენ ხელისუფლებაში მყოფ ვანო მერაბიშვილს, დღეს თითქოს ერთმანეთს ეცილებიან მის გაკიცხვასა თუ ირიბ კრიტიკაში”

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებას.

„დღეს დამიკავშირდნენ მედიიდან კითხვებით ვანო მერაბიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ვინაიდან თავად ვ.მერაბიშვილს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, მე მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრების გაზიარებით შემოვიფარგლები. რასაც ვაკვირდები, ბოლო პერიოდია ბევრნი, ვინც ფეხქვეშ დაახლოებით ფიანდაზად ეფინებოდნენ ხელისუფლებაში მყოფ ვ. მერაბიშვილს, და ერთმანეთს ეცილებოდნენ მის ქება-დიდებაში, დღეს რაღაცნაირად თითქოს ერთმანეთს ეცილებიან იგივე ვ.მერაბიშვილის გაკიცხვასა თუ ირიბ კრიტიკაში

ცნობისათვის: ,, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში” გააგრძელებს საქმიანობას, როგორი ფორმით იქნება და რანაირად, ეს უკვე “ნაციონალური მოძრაობის” საქმეა. საიდუმლო გავეცი? – არ მგონია, ეს დიდი საიდუმლო იყოს, მე ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ცხადი იყო.ვანო მერაბიშვილი გუშინ თუ გუშინწინ ვნახე და ვესაუბრე. – ჩემი და ვანო მერაბიშვილის მეგობრობა “ვარდების რევოლუციამდე” დაიწყო, 1998 წლიდან, მეგობრობა სხვა რაღაცაა და რაც შეეხება პოლიტიკურს…” – განაცხადა გიგი უგულევამ გადაცემაში ,,360 გრადუსი”

“მერაბიშვილის ადგილს პოლიტიკაში საერთოდ ვერ ვხედავ. მან შეიძლება მოიგოს ერთი მაჟორიტარული ოლქი და ამით დამთავრდება მისი პოლიტიკური მწვერვალზე ასვლა. მისი მაჟორიტარობის წინააღმდეგი ვიქნებოდი ერთმნიშვნელოვნად, თუ ეს ეხება საერთო ოპოზიციური ფორმატით მის დასახელებას”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობის რეაქციას უგულავას განცხადებაზე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის გაწევრიანების თაობაზე პარტიაში საუბარი არ ყოფილა და არც მას განუცხადებია ამაზე საჯაროდ. ბუნებრივია, თუ ის გადაწყვეტს პოლიტიკურ აქტიურობას, ეს არის მისი არჩევანი”- განაცხადა გოცირიძემ.

სიახლეები

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15...

TV იმედს ევროპარლამენტში საქმიანობა აეკრძალა

ევროპარლამენტარი,მარკეტაგრეგოროვა დიდი ბრიტანეთის მიერ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქცირებული ტელეკომპანია "იმედისთვის" ევროპარლამენტში ერთი წლით...

ქართველი ექიმების ერთობლივი განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო

ქართველი ექიმების ნაწილი, საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის...

ალეკო ელისაშვილს სასამართლოზე განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს

ბარემ ჩამომახრჩეთ და დამხვრიტეთ - ასე მიმართა სასმართლოს დაკავებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ,რ...