მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ,,მათში ჩაბუდებულია ბოროტი სული. ასეთი გოიმური ოპოზიციური სპექტრი,...

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ,,მათში ჩაბუდებულია ბოროტი სული. ასეთი გოიმური ოპოზიციური სპექტრი, მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში”

Published on

მათში არის ჩაბუდებული ბოროტი სული.- განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში, შალვა რამიშვილთან ინტერვიუში.

,, როდესაც ბოროტით მოქმედებ და ბოროტი განზრახვით მოქმედებ, რაც არ უნდა ტელევიზია გქონდეს, იქ მოპარული ფული გქონდეს დაგროვილი, იქ ლეიბორისტული პარტიის ოფისი გქონდეს და ა.შ, ეს არ შველის საქმეს, რადგან საბოლოო ჯამში, ვიცით, რომ ეს არის კლასიკა, კეთილი იმარჯვებს ბოროტზე. ამ ბოროტისგან ისინი ვერ თავისუფლდებიან. 

ეს ბოროტება არ არის პრაგმატული არჩევანი, მათთვის ეს არის მრწამსის საქმე. ეს არის მათი მრწამსის შემადგენელი ნაწილი – მათ ჰგონიათ, რომ საინტერესოა, იყო ბოროტი და მოქმედებდე ასეთი სულისკვეთებით.

ზოგადად თუ გადაავლებთ თვალს, ელემენტარულად, ვიზუალურად თუ გადახედავთ იმ სურათს, რომელიც არის ჩამოყალიბებული ლეიბორისტული პარტიის ოფისში, უკვე ყველაფერი ნათელი ხდება. ასეთი სპექტრი, ბუნებრივია, განწირულია წარუმატებლობისთვის.

არ მინდა, უხეში ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ ასეთი მარგინალური, კიდევ უფრო გავამძაფრებდი – გოიმური ოპოზიციური სპექტრი, მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში.

ბევრი რთული წელი გამოვიარეთ ამ 30 წლის მანძილზე, მაგრამ ასეთი მძიმე სურათი მე არ მახსენდება, ასეთი მწირი სპექტრი ინტელექტუალური თვალსაზრისით და ეკლექტური, რა თქმა უნდა” – განაცხადა კობახიძემ.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....