მე-12 კლასელებისთვის სასწავლო პროცესი დღეს, 20 მაისს დასრულდა

0
494

საქართველოს საჯარო სკოლების მე-12 კლასელებისთვის სასწავლო პროცესი დღეს, 20 მაისს დასრულდა, თუმცა განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, აბიტურიენტებისთვის „ტელესკოლის“ ფარგლებში განკუთვნილი სპეციალური გაკვეთილები 15 ივნისამდე გაგრძელდება.

წელს პირველად, ბოლო ზარი ცარიელ სკოლებში, მოსწავლეების გარეშე დარეკეს. მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია მე-12-კლასელებს სკოლის დასრულებას ონლაინ ულოცავენ., ზოგიერთ სკოლაში კი ზარი მლსწავლეების პატარა ჯგუფებმა აახმიანეს. მსუბუქი მანქანებით გასეირნება წელს არ იქნება, ხოლო სიმბოლურ თეთრი პერანგებზე წარწერები ისეთი ზარზეიმით არ გაკეთდება ბავშვების დიდი თავყრილობის თავიდან აცილების აუცილებლობის გამო. ერთი კი უდაოა – წარწერიანი პერანგები სიმბოლურად დარჩება სოციალურ ქსელებში და ელექტრონულ გვერდებზე.

მე-12-კლასელებს სკოლის დასრულება განათლების მინისტრმაც მიულოცა. „თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით“, – ამბობს მიხეილ ჩხენკელი თავის წერილობით მიმართვაში, რომელიც სამინისტრომ დღეს, 20 მაისს გაავრცელა..

კორონავირუსის პანდემიის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, კერძო და საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2 მარტს შეწყდა. სწავლება გაგრძელდა ონლაინგაკვეთილების ფორმატში. სამინისტროს განცხადებით, სკოლის შენობებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე არ განახლდება.

ეროვნილი გამოცდები წელს იგივე ფორმატით და ტრადიციულ ვადებში ტარდება. მასში მონაწილეობას 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი აპირებს

წინა სტატიაუჩვეულო 20 მაისი, რომელმაც მე-12 კლასელებისთვის ტრადიციული ბოლო ზარისა და ბანკეტების გარეშე ჩაიარა[Video]
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი – “აშშ მოუწოდებს ყველა მხარეს ბოლომდე შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური