მთავარისიახლეებიკონფლიქტებიჯუმბერ მილაძე არის მორიგი მსხვერპლი იმ არაადამიანური და სრულიად არალეგალური შეზღუდვებისა, რომელიც...

ჯუმბერ მილაძე არის მორიგი მსხვერპლი იმ არაადამიანური და სრულიად არალეგალური შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში – ქეთევან ციხელაშვილი

Published on

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას,კარალეთის სიახლოვეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაში 63 წლის პაციენტი ჯუმბერ მილაძე გარდაიცვალა

ჯუმბერ მილაძე ახალგორიდან ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს19 მაისს, მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ კი, ნათესავებს მისცეს „წითელი ჯვრის“ მეშვეობით პაციენტის საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანის ნებართვა.

ჯუმბერ მილაძის გარდაცვალებას სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება.

მისი ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მინისტრის ცნობით, გარდაცვალებამდე ჯუმბერ მილაძეს ინსულტი ჰქონდა, როდესაც ახალგორიდან ცხინვალის კლინიკაში გადაიყვანეს. რთული გზის გამო, სავარაუდოდ, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. სახელმწიფო მინისტრის ცნობით, გარდაცვლილის ოჯახს რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეცა შესაძლობა, პაციენტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოეყვანათ, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

„საუბედუროდ, ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და, ამავდროულად, სრულიად არალეგალური შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში. არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო, მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს აი, ამ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...