,,დროა შესრულდეს დაპირებები. მეტი ალიბი და შეყოვნება მიუღებელი იქნება” – ევროპარლამენტარები ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას

0
446

ევროპარლამენტარები შეუნელებელი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს, კერძოდ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების საკითხს.

,,კარგი ახალი ამბავია საქართველოდან. მნიშვნელოვანი პოლიტპატიმრების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ, რატომ უნდა გაჩერდეთ შუა გზაზე? გიორგი რურუა კვლავ ციხეშია პოლიტიკური საფუძვლებით. ევროკავშირი ელოდება მის გათავისუფლებას, რათა გავაგრძელოთ თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის – წერს ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალიცკი ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფიდან Twitter-ზე .

,,გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პრეზიდენტის მიერ შეწყალება ძალიან დადებითი ნაბიჯია საქართველოში დაძაბულობის შესამცირებლად, რაც ასე საჭიროა და ამ ნაბიჯმა უნდა გაუკვალოს გზა ნაკლებად პოლარიზებულ პოლიტიკურ სცენას. ევროკავშირში ძალიან მომთხოვნები ვართ ქართული ოცნების მიმართ. ახლა დროა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ასევე შეასრულონ დაპირებები ერთგულად და კონსტრუქციული თანამშრომლობით და წინ წაიწიონ საბოლოოდ საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმების კუთხით. მეტი ალიბი და მეტი შეყოვნება მიუღებელი იქნება – ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი წერს Twitter-ის გვერდზე. ნაჩო სანჩეს ამორი ევროპარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფს წარმოადგენს, რომლის წევრიც ქართული ოცნებაა.

წინა სტატიაორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში მყოფი პირი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, კომპენსაციას მიიღებს
შემდეგი სტატიაოკუპანტები ხურჩა- ნაბაკევის გამმიჯნავ ღობეს ამაგრებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური