მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, თანაგუნდელებს ზურგს ისევე შეაქცევს, როგორც მოიქცა პოლიტიკური...

ბიძინა ივანიშვილი, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, თანაგუნდელებს ზურგს ისევე შეაქცევს, როგორც მოიქცა პოლიტიკური პატიმრების შეწყალების საქმესთან დაკავშირებით – ნიკა მელია

Published on

ბიძინა ივანიშვილი, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, თანაგუნდელებს ზურგს ისევე შეაქცევს, როგორც მოიქცა პოლიტიკური პატიმრების შეწყალების საქმესთან დაკავშირებით აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი ნიკა მელია .

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის აღიარებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა, რომ ოპოზიციონერი ლიდერების გათავისუფლება ივანიშვილის დავალებით მოხდა. შეშინებულმა ოლიგარქმა კი ეს გადაწყვეტილება დასავლეთის ზეწოლის შედეგად მიიღო, რადგან მკაფიოდ დაინახა, რომ მის ქონებას საფრთხე ემუქრებოდა.

ოპოზიციის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს სხვა პოლიტიკური პატიმრების შეწყალებაც მოუწევს.

“ძალიან უხერხული მდგომარეობაა, როდესაც თავდაპირველად ტყუილს გვასაღებდნენ, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილმა თავისით შეიწყალა პოლიტპატიმრები და ბატონმა ივანიშვილმა არ იცოდა. არ იცოდა გახარიამ და საერთოდ არავინ იცოდა… ეს ეჭვი ქალბატონმა ზურაბიშვილმა გააქარწყლა და თქვა, რომ იცოდა! ამით გვითხრა ის, რომ ივანიშვილის მეცადინეობის გარეშე მე მათ ვერ შევიწყალებდიო – ასე ითარგმნა ეს ყველაფერი. ყველაზე მთავარი კი ის არის რომ დასავლეთის ზეწოლით, ოლიგარქიულმა რეჟიმმა გაათავისუფლა პოლიტიკური პატიმრები და დარჩენილ პოლიტპატიმრებსაც გაათავისულლებს.

კიდევ ერთი, ყველაზე მთავარი მომენტი, რაშიც ყველა, მათ შორის “ქართული ოცნმების” ატივისტებიც დარწმუნდნენ არის შემდეგი – ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ხელები შეახოცოს ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ფულის შენარჩუნებისთვის. ივანიშვილმა, როცა დაინახა დასავლეთიდან მომდინარე სერიოზული საფრთხეები – მათ შორის სანქციებიც კი დაინახა ჰორიზონტზე, შეეშინდა და საკუთარი ქვეითი პოლიტიკოსები, რომლებსაც რასაც და როგორც უნდა იმას ალაპარალებს, გულზე მჯიღი რომ არტყმებივა თალაკვაძე-კობახიძეს ჩვენ პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს და შესაბამისად ვერავის გამოვუშვებთო ადგა და ერთ მშვენიერ საღამოს გამოუშვა. ასე იქნება არჩევნების დღესაც – იბაქიბუქებს ივანიშვილი, რომ მაგრები არიან და იგებენ, დამარცხების შემდეგ კი მოიქცევა ისე, როგორც იქცეოდა რამდენიმე დღის წინ და შეაქცევს ზურგს საკუთარ ახალგაზრდა თანაგუნდელებს” – განაცხადა მელიამ.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების, უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ გააფრთხილა ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე და ამდენად ეს არავისთვის ყოფილა სიურპრიზი

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....