2020 წლის ბოლოსთვის ანაკლიაში პირველი გემი უნდა შემოსულიყო, მანამდე ზუგდიდიდან ანაკლიამდე მთავრობას რკინიგზა უნდა გაეყვანა – რომან გოცირიძე

0
766

ეკონომიკის სამინისტრო ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით იურიდიულ მომსახურებას ყიდულობს, რომლის საორიენტაციო ღირებულება 1 200 000 ლარია. იურიდიული მომსახურების შესყიდვის მიზეზად, ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტში ინვესტიციების მოზიდვის პროცესში სახელმწიფოს ინტერესების სათანადოდ დაცვის მოტივი სახელდება.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით იურიდიული მომსახურების ყიდვას მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე:

„ამით მთავრობამ თქვა, ისე იზრდება კონტეინერების რაოდენობა, რომ ჩვენი პორტები 2021 წლისთვის უკვე ვერ მოემსახურებიან საკმარისად და სასწრაფოდ უნდა აშენდეს ფოთის „ღრმაწყლოვანი” პორტიო. ამ პროექტის იურიდიული მომსახურებისათვის ქირაობს უცხოურ კომპანიას, რაშიც 1,2 მილიონ ლარს უხდის. არადა, 2020 წლის ბოლოსათვის ანაკლიაში პირველი გემი უკვე უნდა შემოსულიყო. მანამდე ზუგდიდიდან ანაკლიამდე მთავრობას რკინიგზა უნდა გაეყვანა. ყველაფერი გააჩერა. ამ დანაშაულისათვის ყველა აგებს პასუხს,“ – განაცხადა გოცირიძემ.

წინა სტატიასპეციალური საინფორმაციო გამოშვება ანტი-covid-ი [გადაცემა-25] [Video]
შემდეგი სტატიაბრიფინგი შსს-ში: ე.წ ქურდული სამყაროს წევრობისა და წევრისთვის მიმართვისთვის დააკავებულია 13 პირი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური