მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან კაკულია: ,,ასეთი დასავლეთი საქართველოში არავის არ მოწონს. ძალიან ვთხოვ, ამაზე დაფიქრდნენ"

რომან კაკულია: ,,ასეთი დასავლეთი საქართველოში არავის არ მოწონს. ძალიან ვთხოვ, ამაზე დაფიქრდნენ”

Published on

ქართული ოცნების წევრის, რომან კაკულიას შეფასებით, დასავლელი პარტნიორები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, კომპანია ფრონტერას წარმოადგენენ, რომელიც, “რაც მას თავი ახსოვს, გაუგებარ ილუზიებს ქმნის”.

კაკულიამ კომპანია ფრონტერა დასავლელი პარტნიორების მხრიდან 8 მარტის შეთანხმების შესრულებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას დაუკავშირდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება დასავლეთი, რომელიც ამგვარ სამართლებრივ საკითხებზე ასე რეაგირებს.

“ფრონტერასთან დაკავშირებული მოვლენები საკმაოდ სიმპტომატური გახდა. ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის მიუღებელ ჩარევას სხვადასხვა ქვეყნის საქმეებში. ძალიან მოდური გახდა საუბარი იმაზე, რომ პრორუსული ორიენტაცია არის საწყისი და მოტივაცია სხვადასხვა ტიპის დანაშაულზე რეაგირებაზე სახელმწიფოს მხრიდან.

სამწუხაროა, რომ დღეს კონკრეტული დავა ძალიან კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში გახდა პოლიტიკური მანიპულაციის საკითხი. ბევრი პოლიტიკოსი სარგებლობს ახლა შესაძლებლობით, ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება შეფუთონ პოლიტიკური ჩარჩოთი, მოძებნონ საზღვარგარეთ პოლიტიკოსები, რომლებსაც, შეიძლება, სხვადასხვა ტიპის ინტერესები ჰქონდეთ და წარმოაჩინონ ეს დასავლეთის პოზიციად.

ასეთი ტიპის ჩარევები მიმართული იმისკენ, რომ თითქოს პრორუსული ძალა აკეთებს ამ ჩარევებს, სხვას არაფერს ემსახურება გარდა იმისა, რომ აღვივებს და აძლიერებს პრორუსულ ორიენტაციებს, თუ ასეთი არსებობს საქართველოში, რადგან დასავლეთი, რომელიც ასეთნაირად რეაგირებს ამგვარ სამართლებრივ საკითხებზე, საქართველოს მოსახლეობას, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ სჭირდება.

ყველას ვთხოვ, ასეთი კუთხით შეხედოს მსგავსი ტიპის ჩარევებს, როდესაც საუბრობს რუსული ტიპის პროპაგანდაზე. დასავლეთი ხარჯავს ფულს რუსული პროპაგანდის შესანელებლად და, მეორე მხრივ, ასეთი ნაბიჯებით პირდაპირ უჭერს მხარს საქართველოში არსებული პრორუსული ორიენტაციის გაღრმავებასა და გაღვივებას. ასეთი დასავლეთი საქართველოში არავის არ მოწონს. ძალიან ვთხოვ, ამაზე დაფიქრდნენ“, – თქვა კაკულიამ 18 მაისს.

შეგახსენებთ,მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ 24 ივნისს გაცემული დაპირება არ შეასრულა და 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო, საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის კონგრესისა და სენატისგან არაერთი კრიტიკული წერილი მიიღო., სადაც ისინი შეშფოთებას გამოხატავენ განგრძობად უარყოფით ტენდენციებზე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში, რაც ამერიკულ და ევროპულ ბიზნესკომპანიებზე თავდასხმებში გამოიხატა და ამის მაგალითად კომპანია ფრონტერას ასახელებენ.

ამასთან, 16 მაისს, ამერიკელმა სენატორებმა წერილით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს და შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში კარგი მმართველობის გაუარესებაზე, ანაკლიის პორტიდან ამერიკული კომპანიების გაშვებაზე, ირანელი ბიზნესმენების მიერ საქართველოში აქტივობებით სანქციების თავის არიდებაზე და ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთის მთავრობის შესაძლო კავშირზე. წერილში საუბარი იყო ფრონტერაზეც

.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....