რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმების თანახმად ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს?- დევიდ მაკალისტერი ევროპარლამენტის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ დირექტორატს მიმართავს

0
428

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მივესალმები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რაც 15 მაისს მოხდა, – განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა დევიდ მაკალისტერმა

მისი თქმით, ეს 8 მარტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელოვანი ნაწილია.

„თუმცა, აღსანიშნავია, რომ ერთი პოლიტპატიმარი – გიორგი რურუა ჯერ კიდევ ელოდება გათავისუფლებას. მე მინდა კითხვით მივმართო საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ დირექტორატს – თუ წარმოადგენს ეს ჩვენთვის პრობლემას და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმების თანახმად, ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდე,“ – განაცხადა მაკალისტერმა.

წინა სტატიაენმ-ს წარმომადგენლებმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მედპერსონალს სპეციალური დამცავი აღჭურვილობა გადასცეს [Video]
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური