მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ლელო საქართველოსათვის“ ზუგდიდის ორგანიზაციამ გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგო

,,ლელო საქართველოსათვის“ ზუგდიდის ორგანიზაციამ გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგო[Video]

Published on

 ,,ლელო საქართველოსათვის“ ზუგდიდის ორგანიზაციამ დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავი მოინახულა და მის ხსოვნას პატივი მიაგო. “ აფხაზმა მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლმა მხეცურად ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით რამოდენიმეჯერ გასროლის შედეგად სიცოცხლეს გამოასალმა ქართველი პატრიოტი გიგა ოთხოზორია. რომელმაც გაბედა და უკმაყოფილება გამოთქვა საზღვარზე გამეფებულ დისკრიმინაციულ ქმედებებზე რუსი და აფხაზი ეგრეთ წოდებული მებაჟეების მხრიდან. დღემდე მკვლელი თავისუფლებით ტკბება, მისი დასჯა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან არც არავის მოსვლია თავში, საქართველოს ხელისუფლება და მისი სპეციალური სამსახურები სამწუხარო უმოქმედობით არიან დაკავებულები. უფრო მეტიც რომ არა სათვალთვალო კამერები დიდი ალბათობით ამ სისასტიკის თვითმხილველებიც ვერ გავხდებოდით და სავარაუდოდ არც გახმაურდებოდა. „- განაცხადა ორგანიზაციის რაიონულმა ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახვლედიანმა.

2016 წლის 19 მაისს საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. . ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ფიქციური გამოძიება დაიწყო და რაშიდ კანჯი-ოღლის დე-ფაქტო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. 

სიახლეები

პროკურატურა ადასტურებს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს

პროკურატურა ადასტურებს, რომ ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს. საქმის პროკურორის თქმით, გიორგი მალანია,...

ცაჰკნა: დღეს საუბარია არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაზე

საქართველოში მიმდინარე პროცესები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს...

საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის – კაია კალასი

განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება, - ამის...

ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს – პაპუაშვილი “ლელოზე”

“ლელო ძლიერ საქართველოს“ ინიციტივას ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებების დაწყებასწთან დაკავშირებით “ოცნება“ უარით...