გოგა ხაინდრავას ხედვა: ,,შანტაჟისტი კუბილიუსი”, ,,სრულიად უსამართლო რიში” და ,,კრიზისმენეჯმენტის პელე გახარია”

0
479

ხაინდრავა კუბილიუსზე: ეს არის კლასიკური შანტაჟი და ამისთვის მოეკითხება

შანტაჟი კი არ სცადა, ეს არის კლასიკური შანტაჟი და ამაზე მოეკითხება, იმიტომ, რომ ლიტვა არ არის შორს და ლიტვაში მარტო ნაცონალური მოძრაობის პოლიტიკურ ქრთამებზე აწყობილი ხალხი არ ცხოვრობს, ლიტვა ძალიან სერიოზული ქვეყანაა და იქ ძალიან სერიოზული ადამიანები ცხოვრობენ. და პოლიტპატიმრები თუ ვინმეს ჰყავდა, ლიტვას ჰყავდა, ასობით და ათასობით – ასე ეხმაურება რეჟისორი გოგა ხაინდრავა Post Tv-ზე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ საქართველოსადმი EU-ს 500 000 000 ევროიანი დახმარება მისგან დაპირების შესრულებასთანაა დაკავშირებული.

ხაინდრავა სენატორ ჯიმ რიშზე: Twitter-ზე რომ გვიწერს, ჟორიკა რურუა გაათავისუფლეთო, სადა ვართ საერთოდ?

პრობლემაა და გვტკივა ძალიან და უსამართლობაა რასაც რიში იძახის, სრული უსამართლობაა. ჯერ საერთოდ, რა მიკვირს იცი ყველაზე მეტად – ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, წარმოიდგინეთ, არის ადამიანი, რომელიც მთელი მსოფლიოს ბედს განაგებს დღეს, მისი კომიტეტი – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. და ეს ადამიანი ტვიტერზე რომ გიწერს, ჟორიკა რურუას გათავისუფლებას ველოდებიო, ეს რაზე მეტყველებს, იცით? სადა ვართ საერთოდ და ეს მსოფლიო სად არის

და ამის შემდეგ რეჟისორი თავის გმირსაც პოულობს: ,, გახარია კრიზისმენეჯმენტის პელე ყოფილა“

რატომ უტევდნენ ასე გახარიას? იმიტომ, რომ იცოდნენ – გახარია მაგარია, ძალიან მაგარია გახარია. კრიზისმენეჯმენტის პელე ყოფილა, როგორ დაალაგეს სუყველაფერი, წარმოიდგინე. როგორ “ჩოტკად” მუშაობს ყველაფერი, რა

წინა სტატიაკონგრესმენი კინზინგერი: მოველი შეთანხმების სრულად შესრულებას
შემდეგი სტატია4 წელი გავიდა საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური