მთავარისიახლეებისაზოგადოებარუხის კლინიკაში ამ დროისთვის 10 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 10 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

Published on

რუხის საავადმყოფოში წუხელ 3 პაციენტი შეიყვანეს, რომელთაგანაც ერთი არასრულწლოვანია.- ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ მიაწოდა.

„არც ერთ მათგანს კლინიკურად სიმპტომები არ არის გამოხატული, ჩაუტარდა სათანადო კვლევები, ჯერჯერობით მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგადად კლინიკაში 22 პაციენტია. ამათგან კოვიდინფიცირებული იყო 7 და წუხელ გვიან ღამით დაემატა 3. საერთო ჯამში ამჟამად გვყავს 10 დადასტურებული შემთხვევა. ყველას მდგომარეობა სტაბილურია. შედარებით საყურადღებოა 16 რიცხვში შემოყვანილი ხანდაზმული ქალბატონის მდგომარეობა. მოგეხსენებათ რომ ხანდაზმულ პაციენტებში შედარებით უფრო პრობლემურად მიმდინარეობს ეს დაავადება. ბოლო ორ დღეში შემოსული 6 ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის კლასტერია“- განაცხადა ქარცივაძემ

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....