მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთის “ცხელების კლინიკაში“ მოთავსებულ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის “ცხელების კლინიკაში“ მოთავსებულ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

Published on

ფოთის ,,ცხელების კლინიკაში“ მოთავსებულ ხუთ პაციენტს, რომელთა შორის სამი ბავშვია, ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ყველა მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით შეიყვანეს.

,,ჩვენს კლინიკაში მოთავსებული ხუთი პაციენტის ნიმუში გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში PSR კვლევისთვის. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა. ესენი არიან: 70 წლის მამაკაცი სოფელ პატარა ფოთიდან, 80 წლის ქალი ფოთიდან, წლინახევრისა და ოთხი წლის გოგონები ფოთიდან, ასევე შვიდი თვის გოგონა ლანჩხუთიდან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია,“ – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

სიახლეები

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15...

TV იმედს ევროპარლამენტში საქმიანობა აეკრძალა

ევროპარლამენტარი,მარკეტაგრეგოროვა დიდი ბრიტანეთის მიერ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქცირებული ტელეკომპანია "იმედისთვის" ევროპარლამენტში ერთი წლით...

ქართველი ექიმების ერთობლივი განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო

ქართველი ექიმების ნაწილი, საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის...

ალეკო ელისაშვილს სასამართლოზე განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს

ბარემ ჩამომახრჩეთ და დამხვრიტეთ - ასე მიმართა სასმართლოს დაკავებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ,რ...