ოქრუაშვილი და უგულავა მზად არიან, თუ საქმეს დასჭირდა, მაჟორიტარებად იყარონ კენჭი

0
461

აუცილებლად, ერთმნიშვნელოვნად ვიქნები მაჟორიტარი, ოღონდ სად, ამას ოდნავ მოგვიანებით გეტყვით. არ გამოვრიცხავ გორში ვიყო, არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ არ გამოვრიცხავ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიცის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ერთმნიშვნელოვნად საერთო კანდიდატებით წარვდგებით მაჟორიტარულ ოლქებში, დარწმუნებული ვარ ამაში. დღევანდელი გადმოსახედიდან პარტიები არჩევნებზე დამოუკიდებლად გავლენ, მაგრამ ამ დამოუკიდებლობას აუცილებლად ექნება საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმების სტრატეგია… 

…კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი ჯერ არ არის, ჯერ არის – პარტიებს რა ინიციატივები გააჩნიათდარწმუნებული ვარ, ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა ოპოზიციურმა ლიდერმა ეს ნაბიჯი უნდა გადადგას ნებაყოფლობით. ამას მოითხოვს განსაკუთრებული ხასიათი ამ არჩევნებზე ბრძოლის

მე მაღალი ალბათობით ვიქნები მაჟორიტარი იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შევჯერდებით ოლქზე… მე ჯერ ამაზე არც მიფიქრია. ლოგიკური არის, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად და როგორ ვიქნები, ვერ გეტყვით, რადგან კონსულტაციები უნდა გავიაროთ სხვა პარტიებთან. – განაცხადა გიგი უგულავამ

კარგად უნდა გვესმოდეს, 30 მაჟორიტარი მაინც დაიტოვა ივანიშვილმა, ეს იყო საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კომპრომისი, რომ “კაი, დაიტოვე ეს 30 მაჟორიტარი, მაგრამ მაინც მოგიგებთ”, თუმცა, ამისთვის აუცილებელია ერთი რამ, რომ გვესმოდეს, იყოს მაქსიმალური კოორდინაცია, რომ არ გაიყოს ოპოზიციის ხმები, სხვა შემთხვევაში მამაცურად მაგრამ მაინც დავმარცხდებით. აქ ჩვენ პირად ამბიციებზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში გარდაუვალია ცვლილებები და ყველა საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანმა ყველაფერი პირადული გვერდით უნდა გადადოს.

წინა სტატიაპუტინი საჯარო სივრცეში გამოჩნდა ,,ახალი ძველი” ამბიციებით: “რუსეთი უბრალოდ ქვეყანა არ არის, ცალკე ცივილიზაციაა”
შემდეგი სტატია20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ყველა სახის ამანათების შეგზავნა განახლდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური