,,ძვირფასო” მილიარდერო, ოლიგარქო, გადაავადეთ საკრედიტო შენატანების პერიოდი, თორემ მოქალაქეებს მოუწევთ გადაიხადონ უკვე პროცენტი და როგორ? რა მიეცით ხალხს, რომ გადახდა შეძლოს? ” – ნაციონალური მოძრაობის კატეგორიული მოთხოვნა

0
580

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ხელისუფლებას საკრედიტო შენატანების პერიოდის კიდევ სამი თვით გადავადება მოსთხოვა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა სესხის დაფარვას ვერ შეძლებს და ხელისუფლებას იძულებით აღსრულებაზე მოუწევს გადასვლა. ამასთანავე, ნიკა მელიამ მოსახლეობას შეახსენა, რომ საერთაშორისო პარტნიორების, ასევე საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციების მეშვეობით, საბანკო სექტორის დასახმარებლად მილიარდნახევარი დოლარის მობილიზება მოხდა.

„3 თვით იყო დაწესებული საშეღავათო პერიოდი საკრედიტო შენატანებზე ანუ მოქალაქეებს კრიზისის მძვინვარებისას, ჩვენ ვუთხარით, რომ მოქალაქეებო სამსახური დაგაკარგვინეთ, ეკონომიკა გავაჩერეთ, ლუკმაპური თქვენ აღარ გაქვთ, ვერაფრით ვერ გეხმარებით და ამიტომ, აქ კარგი ხალხი ვართ ხელისუფლებაში და სამი თვით გეუბნებით, რომ ბანკში არ მიხვიდეთ, ანუ თქვენი ვალის მომსახურეობისთვის არ დაგჭირდებათ ნერვიულობა. ეს სამი თვე იწურება, ძვირფასო ბიძინა ივანიშვილო, ძვირფასო მილიარდერო, ოლიგარქო და ყველა მოქალაქეს ექნება ვალდებულება გადაიხადოს უკვე პროცენტი, რომლის გადახდისგან თქვენ კი არ გაათავისუფლეთ, არამედ ივნისის თვიდან კიდევ უფრო მეტის გადახდა მოუწევთ მათ და როგორ ?

ისმის კითხვა. სამუშაო ადგილები აღადგინეთ ? მომსახურების სექტორი ყვავის? ეკონომიკა ნელ-ნელა მუშავდება? არა! ყველაფერი გაჩერებულია როგორც არასდროს. მომსახურების სექტორი ჩაბეტონებულია ქვესკნელში, ეკონომიკა დახუფული და ბოქლომდადებული გაქვთ და ხალხს ივნისის თვიდან გადახდა კი არ უნდა მოსთხოვოთ, სიმართლეს თუ ვიტყვით, რეალურად უნდა დაიწყოთ იძულებითი აღსრულება ანუ უნდა დაუყადაღოთ, ინკასოები უნდა დაადოთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები ვერ გადაიხდიან, ქვეყანაში ფიზიკურად არ არსებობს ფული მატერიალური სახით, რომ მოვიდეს ბანკში და გადაიხადოს.

ამიტომ ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა და ვფიქრობ, აქ ერთსულოვანი იქნება ყველა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებიც, დარწმუნებული ვარ, ახლა დამეთანხმებიან. უნდა გადავადდეს კიდევ სამი თვით საკრედიტო შენატანების პერიოდი. ანუ ხალხს არ უნდა შევატანინოთ მთლიანი თანხა, როგორც ძირი, ისე მასზე დაკისრებული პროცენტი და ბოლოს მინდა მნიშვნელოვანი დეტალი შევახსენო მოსახლეობას, საერთაშორისო პარტნიორების, ასევე საერთაშორისო ფინანსური და საკრედიტო ორგანიზაციების დახმარებით, ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდ ნახევარი დოლარი საბანკო სექტორისთვის და ეს მილიარდნახევარი დოლარი საბანკო სექტორისთვის იმას გულისხმობს რომ ხალხს არ უნდა დავეხმაროთ ? 3 თვით უნდა გადავადდეს საკრედიტო შენატანების პერიოდი და მე ვფიქრობ, ეს განცხადების სახით უნდა გააკეთოს, ან ივანიშვილმა, ან გახარიამ უახლოეს დღეებში, რომ სულიერი სიმშვიდე მაინც დაეუფლოს ხალხს,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

წინა სტატია,,თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნება, მასზე ყველას თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს. ადამიანის ჯანმრთელობის ყიდვა-გაყიდვა არ შეიძლება“ – ემანუელ მაკრონი
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელიას თქმით, თუკი რისკის დონე მოიმატებს, შესაძლებელია ზუგდიდი ჩაიკეტოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური