ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს: გამივიდა? გავალ თავს! მაგრამ არ გაუვა – აცხადებენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები შეხვედრაზე

0
509

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

,,თუ ჩვენ ამ პატარას დღეს დავთმობთ, მივიღებთ უბედურებას არჩევნებზე, უბედურებას იმიტომ, რომ ამ ადამიანს, ივანიშვილს, ასეთი ენა ესმის – გამივიდა? გავალ თავს, – ამის შესახებ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განუცხადა.

“ერთი მისხალის დათმობაც არ შეიძლება ამ შემთხვევაში. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რა შუაშია, იყოს გიორგი რურუა, რა მოხდა? არა! თუ ჩვენ ამ პატარას დღეს დავთმობთ, მივიღებთ უბედურებას არჩევნებზე, უბედურებას იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს ასეთი ენა ესმის – გამივიდა? გავალ თავს! ამიტომ ხალხმა ამას უნდა შევხედოთ როგორც პრევენციას მშვიდობისთვის, პრევენციას განვითარებისთვის და პრევენციას უკეთესი მომავალისთვის, რადგან თუ 8 მარტის შეთანხმებაზე ასე ფეხით გაიარა ივანიშვილმა, არჩევნებზე უბედურებას დაატრიალებს და მერე უკვე გვიან იქნება. სანამ დრო გვაქვს, უნდა ვიყოთ მტკიცე და მტკიცედ ყოფნა ნიშნავს იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება არის ძალაში, ის უნდა შესრულდეს, რურუა უნდა გათავისუფლდეს”, – განაცხადა უგულავამ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისთან


პირველ მოსმენამდე გიორგი რურუას გათავისუფლება გარდაუვალია, მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველას გაცნობიერებული აქვს. მეორე: ამ ოფისში ძალიან ბევრი თვეა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ბევრი ადამიანი იკრიბება, რაც ნიშანია იმისა, რომ ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდა მათ როლს ქვეყნის ცხოვრებაში. მიდგომამ “ძალა ერთობაშია” მოიტანა 8 მარტის შეთანხმება, “ძალა ერთობაშიამ” მოიტანა გიგი უგულავას და ჩემი გათავისუფლება, ძალა ერთობაშია მოიტანს გიორგი რურუას გათავისუფლებას, საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას, არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას და ხელისუფლების ცვლილებას.

ბიძინა ივანიშვილისთვის მინდა მხოლოდ კარგი. მას აქვს 3 არჩევანი – კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი. მე მას მხოლოდ კარგს ვუსურვებ. კარგი არის ხელისუფლების ცვლილების შედეგად ოპოზიციაში გადასვლა; ცუდი არის პოლიტიკის და ქვეყნის დატოვება; ძალიან ცუდი არის იქ გადასვლა, სადაც გუშინ მე და გიგი ვიყავით. ის რას აირჩევს მე ვერ გეტყვით, ხანდახან მისი ქმედებები ლოგიკაში არ ჯდება,“ – აღნიშნა ირაკლიოქრუაშვილმა ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრაზე.

,, გიორგი რურუას გამოშვება კრიტიკულად აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სასამართლომ მიიღო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება, დრო რჩება, შესაძლებლობა არის, ფორმები არსებობს და ნუ დავაზარალებთ ქვეყანას, როდესაც ეს პროცესი დაწყებულია, პირველი ნაბიჯები გადადგმულია და გადავიდეთ საარჩევნო რეფორმის ეტაპზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა შევიდეთ საარჩევნო რეფორმისა და პოლიტიკური ნორმალიზების ეტაპზე. ეს სჭირდება ქვეყანას, პრაგმატულად ეს სჭირდება „ქართულ ოცნებას“ და რაც მთავარია, ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ამაში გვერდში გვიდგანან ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები. მესმის, რომ შესაძლებელია, არ იყოს კომფორტული პოზიცია დღეს მათთვის, გადათქვან რაღაცები. დავანებოთ თავი კინკლაობას და მივიღოთ გადაწყვეტილება სწრაფად, რომელიც დაგვაყენებს ნორმალიზების ხაზზე.

წინა სტატიაგიორგი რურუა პატიმრობაში რჩება
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: დღეს სასამართლომ ხელისუფლების ზეწოლით კიდევ ერთხელ, მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური