მთავარისიახლეებისაზოგადოებაალექსანდრე მოწერელიას თქმით, თუკი რისკის დონე მოიმატებს, შესაძლებელია ზუგდიდი ჩაიკეტოს

ალექსანდრე მოწერელიას თქმით, თუკი რისკის დონე მოიმატებს, შესაძლებელია ზუგდიდი ჩაიკეტოს

Published on

ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი ჯერჯერობით უცნობია. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი აცხადებს, ეს ეპიდემიოლოგების გადასაწყვეტია. თუმცა თუ კი მოიმატებს რისკის დონე, ეს გარდაუვალი იქნება.“პირველ რიგში, ეს არის გადასაწყვეტი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ.ამდენად ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი რთული სათქმელია, თუმცა თუ გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში.დღეის მონაცემებით, ყველა ის ინფიცირებული – ტრაილერის მძღოლის კლასტერის კონტაქტები პრაქტიკულად ჯერ-ჯერიბით არის მიკვლევადი, შესაბამისად ეს ადამიანები გადაგვყავს კარანტინში.როდესაც გვექნება შემთხვევა, როცა ვერ დადგინდება კონტაქტები, მაშინ რა თქმა უნდა მოგვიწევს ზომების გამკაცრების დღის წესრიგში დაყენება. ჩვენ ჯანდაცვის მუშაკების ყველა რეკომენდაციებს და მითითებებს გავითვალისწინებთ. 10 პაციენტი გვყავს ამ ეტაპზე რეგიონში, აქედან 6 არის მძღოლის კლასტერიდან. რა თქმა უნდა ამ 6 ადამიანის კონტაქტების შემოწმება ხდება. იქ სადაც ჩვენი მედიკოსები თვლიან, რომ ეს ხალხი იყოს გადაყვანილი კარანტინში ან თვით იზოლაციაში, ყველა ეს ღონისძიება ხორციელდება. გავმეორდები, ჯერჯერობით ეს კონტაქტები არის მიკველვადი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი”,-აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....