უპრეცედენტო კრიტიკის შემდეგ ოლიგარქი შეშინებულია

0
552

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებისა და სენატორების უმევავეს წერილის სემდეგ ოლიგარქი შეშინებულია და სალომე ზურაბიშვილის მიერგამოცემული შეწყალების აქტი პიტდაპირ უკავშირდება მის ამ შიშს.

ივანიშვილისა და მისის ხელისუფლების მდგომარეობას ხელისუფლების ოპონენტები აფასებენ და აცხადებენ, რომ ივანიშვილს კიდევ არაერთი დათმობა მოუწევს ქონების დაკარგვის შიშით, რადგან მის თავზე უკვე დამოკლეს მახვილივით არის დაკიდებული დემოკრატიული საზოგადოების შეშფოთება საქართველოს კარგი მმართველობის მოლის, რუსეთთან არაჯანსაღი ურთიერთობისა და პარტნიორების ,,გადაგდების” გამო.და ეს მხოლოდ დასაწყისია.


“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ივანიშვილის ხელისუფლებს მიმართ დასავლეთის ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიაერებას ელოდება

“ეს არის ახალი ეტაპი იმ ზეწოლის, რომელიც იწყება ივანიშვილის ხელისუფლებაზე. პირველად ხდება, როდესაც სენატი და კონგრესი ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.

ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში, როგორც რუსეთთან მიმრთებაში, ასევე ირანთან, – აცხადებს სამადაშვილი.

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერიდავით ბერძენიშვილიაცხადებს, რომ უპრეცედენტო კრიტიკის შემდეგ ოლიგარქი შეშინებულია.

“წარმომიდგენია, ბიძინა ივანიშვილი რა შეშინებულია”, – ამბობს ის.

“ივანიშვილმა უკვე ისე შეტოპა, რომ თავს დამანებებენ, ამით თავს ვერ დაიმშვიდებს იმიტომ, რომ როდესაც ძალიან გავლენიანი კანონმდებლები საკუთარ მთავრობას წერენ, რომ საჭიროა, უკვე სერიოზული რეგიარება, ბიძინა ივანიშვილი, ახლა წარმომიდგენია, რა შეშინებულია”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

“ერთიანი საქართველო – დამოუკიდებელი მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დასავლეთის გზავნილებს საგანგაშო სიგნალს უწოდებს.

“გზავნილები, რომელიც მოდის აშშ-ის კონგრესიდან, სენატიდან, ევროპარლამენტიდან და საერთოდ დასავლელი პარტნიორებისგან, არის ძალიან საგანგაშო სიგნალი, – ამბობს ბურჯანაძე.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის მიმართ მიწერილ წერილში ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებასთან ერთად რუსეთის ინტერესების გატარებასა და ამერიკული ბიზნესის შევიწროებაში ადანაშაულებენ.

წინა სტატიაგიგი უგულავა: საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ქვეყანა არ არის მარტო და სამყარო არ არის ჩალით დახურული
შემდეგი სტატიარა ზომამდე მიიყვანეს მუშაკაცი – ჭიათურის მაღაროში დასაქმებულმა მუშამ ცვლის უფროსი დაჭრა, ხოლო შემდეგ პოლიციის უფროსს სცემა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური