მთავარისიახლეებისაზოგადოებასაჩხერეში ბიზინა ივანიშვილს მეზობელი და ოჯახის ახლობელი დააკავეს. მას ასრულწლოვანის მიმართ...

საჩხერეში ბიზინა ივანიშვილს მეზობელი და ოჯახის ახლობელი დააკავეს. მას ასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, საჩხერეში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად 1990 წელს დაბადებული ბესიკ ივანაშვილი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულს ბრალი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მეზობელი და ოჯახის ახლობელია.

ბესიკ ივანაშვილი ბიზმესმენია. მისი სახელი საეჭვო ტენდერებშიც ფიგურირებს.

შინაგან სამეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას.

დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....