მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლიტპატიმრების შეწყალება საერთაშორისო საზოგადოების რეაქციით შეშინებული ივანიშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა, მაგრამ ქართული...

პოლიტპატიმრების შეწყალება საერთაშორისო საზოგადოების რეაქციით შეშინებული ივანიშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა, მაგრამ ქართული ოცნება იხტიბარს არ იტეხს …

Published on

პოლიტპატიმრების შეწყალება საერთაშორისო საზოგადოების რეაქციით შეშინებული ივანიშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა, მაგრამ ქართული ოცნება იხტიბარს არ იტეხს და ამ აქტს სალომე ზურაბიშვილის პირად გადაწყვეტიებად აცხადებს…

თავად პრეზიდენტმა განმარტა, რომ ის პოლიტპატიმრებს არ იწყალებს და ამ სპეკულაციების დასასრულებლად ახსნა საკუთარი, მისი თქმით, პრაგმატული გადაწყვეტილება ოპოზიციის განიარაღებისთვის, რომ ჩიხში არ შეეყვანათ პროცესები, მე ვფიქრობს რომ ამ ფონზე, მით უმეტეს, როდესაც ასეთი სპეკულაციებია, ეს არ იყო რელევანტური გადაწყვეტილება, თუმცა ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვიწევს, რომ ამ გადაწყვეტილებას გაგებით შევხვდეთ.ამბობს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე. 

“კრიმინალის შეწყალება პრეზიდენტის უფლება-მოსილებაა” -აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამის შესახებ მან ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შემდეგ ჩანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა.

“შესაძლოა მას, რეალურად, მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტში შეჭრის მოსურნე რუსული სპეცსამსახურების აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლიტიზირებას განაპირიბებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ პოლიტიკაში. არც იმას ვფიქრობთ, რომ ორი პოლიტკრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რაიმე პრობლემას შეუქმნიდა. ჩვენ ხშირად მიგვიღია უცხოეთიდან მათი დასაცავი წერილები უცხოეთიდან, თუმცა ამას ხელი არ შეუძლია იმაში, რომ მათი ნაწილი ციხეში ზის, ნაწილი კი გაქცეულია”, – თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, შეწყალების საკითხზე პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ და ბრიფინგიდან გაიგეს გადაწყვეტილების შესახებ.

,,ჩემთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის, გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა, როგორც პოლიტიკოსს, მესმის ამ გადაწყვეტილების. განმარტებების მიხედვით, რომელიც იქნა გაკეთებული. კიდევ უფრო გამიმყარდა ჩემი რწმენა იმაში, რომ ოპოზიცია მიმართული იყო მაქსიმალურად იმისკენ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება ვერ განხორციელებულიყო და ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულ ზიანს მოუტანდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ისინი მიმართული იყვნენ ზუსტად ამ განწყობით, რომ საარჩევნო სისტემა ვერ მიღებულიყო. თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ და დანარჩენს უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვაჩვენებთ ყველას. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენ შეწყალების შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა.– ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.

სიახლეები

ქართველი ექიმების ერთობლივი განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო

ქართველი ექიმების ნაწილი, საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის...

ალეკო ელისაშვილს სასამართლოზე განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს

ბარემ ჩამომახრჩეთ და დამხვრიტეთ - ასე მიმართა სასმართლოს დაკავებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ,რ...

ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა, - ევიკა სილინამ სეიმს გადადგომის შესახებ განცხადება უკვე წარუდგინა. პრემიერ-მინისტრთან ერთად მთავრობის...

15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი....