მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთის მერის გოჩა კურდღელია მფლობელობაში არსებული საწარმოები გარემოს აბინძურებენ და საფრთხეს უქნიან...

ფოთის მერის გოჩა კურდღელია მფლობელობაში არსებული საწარმოები გარემოს აბინძურებენ და საფრთხეს უქნიან მოსახლეობას – ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

Published on

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“კვლევის შედეგების თანახმად ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს უკვე წლებია ს დაბინძურებულ გარემოში და სატვირთო ავტომანქანების ხმაურში უწევთ ცხოვრება.

ხმაურისა და მტვრის გამომწვევი მიზეზია სხვადასხვა საწარმოს, მათ შორისაა ფოთის მერთან, გოჩა კურდღელიასთან და „ქართული ოცნებიდან“ ფოთის საკრებულოს წევრ აპალონ ბჟალავასთან დაკავშირებული კომპანიები.

კვლევაში დეტალური ინფორმაცია მოცემული, კომპანიების მფლობელებზე, მათ წილებზე და კავშირებზე ფოთის მერთან.

ფოთის მერი გოჩა კურდღელიას გარკვეული ბიზნესინტერები აქვს , საწარმოო ზონაში არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების ნაწილთან – შპს „პეის ტერმინალისა” და შპს “ფოთის გემთსაშენის” საკუთრებაშია. გოჩა კურდღელია ასევე ფლობს შპს „Caucasian Metals Terminal”-ის 15% წილს. კომპანია 2013 წლიდან მუშაობს, საწარმო ქალაქ ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს და მისი ძირითადი საქმიანობა პოლიმეტალის კონცენტრატების გადამუშავებაა. ჯავახიშვილს ქუჩის მცხოვრებთა ინფორმაციით, ეს გადამუშავებული ტვირთი სწორედ მათი დასახლების გავლით გადააქვთ, ტვირთის გადაზიდვისას გაფანტული მტვერი კი ჰაერს აბინძურებს. ხმაურისა და დაბინძურების გასაპროტესტებლად ჭავჭავაძის ქუჩის მაცხოვრებლებმა აქცია რამდენჯერმე გამართეს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, კვლევაში მოცემულია ცხრილი, რომლის თანახმადაც გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ცალკეული კომპანიების დირექტორები და წილების მფლობელები, ფოთი მერი გოჩა კურდღელია პარტიების შემომწირველებიც არიან.

აღსანიშნავია, რომ ცხრილში ჩამოთვლილ პირებს ყველაზე დიდი ოდენობით თანხა (360,000 ლარი) 2017 წელს, ერთთვიან მონაკვეთში – 26 ივლისიდან 24 აგვისტომდე პერიოდში აქვთ შეწირული, თანხის მიმღები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა”. 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფოთში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ გაიმარჯვა

.

სიახლეები

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15...

TV იმედს ევროპარლამენტში საქმიანობა აეკრძალა

ევროპარლამენტარი,მარკეტაგრეგოროვა დიდი ბრიტანეთის მიერ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქცირებული ტელეკომპანია "იმედისთვის" ევროპარლამენტში ერთი წლით...

ქართველი ექიმების ერთობლივი განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო

ქართველი ექიმების ნაწილი, საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის...

ალეკო ელისაშვილს სასამართლოზე განცხადების გაკეთების უფლება არ მისცეს

ბარემ ჩამომახრჩეთ და დამხვრიტეთ - ასე მიმართა სასმართლოს დაკავებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ,რ...